• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

პოლონური ბიგოსი ახალი კომბოსტოსგან. გემრიელი კერძის მომზადების მნიშვნელოვანი ნიუანსები!

by ekaterine ოქტომბერი 3, 2020
ოქტომბერი 3, 2020

ბიგოსი, ან, როგორც მას უწოდებენ, ბიგუსი, აღმოსავლეთ ევროპული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. ითვლება, რომ იგი პოლონეთში გამოიგონეს. ზოგიერთ წყაროში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია, რომ მისი რეცეპტი ამ ქვეყანაში ლიტვიდან ჩამოიტანა პრინცმა ვლადისლავ იაგაილომ, რომელსაც უყვარდა ბიგოსის ჭამა ნადირობის დროს.

ვინც არ უნდა იყოს ავტორი, მთავარი ისაა, რომ კერძი უგემრიელესია. მისი მომზადების მრავალი ვარიანტი არსებობს. მაგრამ მისი ძირითადი ინგრედიენტებია კომბოსტო და ხორცი. მზა კერძისქელი, ოდნავ მჟავეა. ჩვეულებრივ ბიგოსი მზადდება პომიდვრის გარეშე, მაგრამ სიმჟავისთვის უმჯობესია დაამატოთ ის.

ბიგოსი ახალი კომბოსგან

ინგრედიენტები

საქონლის ხორცი 400 გ

თეთრი კომბოსტო 1 კგ

ხახვი 2 ც

სტაფილო 1 ც

პომიდორი 2 ც

შავი პილპილი (დაფქვილი) გემოვნებით

მარილი გემოვნებით

მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მწვანილი გემოვნებით

მომზადება:

დაჭერით ხორცი კუბებად. შეგიძლიათ როგორც საქონლის, ასევე ღორის ხორცის გამოყენება.

გააცხელეთ ზეთი და დაბრაწეთ ხორცი. დაამატეთ დაჭრილი ხახვი  და შუშეთ 8 წუთი. დაჭერით სტაფილო ზოლებად, დაამატეთ ისიც ხორცს და კვლავ 8 წუთი შუშეთ. მოაყარეთ პილპილი და აურიეთ.

დაჭერით პომიდორი წვრილად, ჩაყარეთ ხორცთან და შუშეთ 5 წუთი.

დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და ხელით აურიეთ. დააცადეთ წვენის გამოსვლა. ჩაყარეთ კომბოსტო ხორციან მასაში, დაახურეთ და შუშეთ 50-60 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ.

მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან სხვა მწვანილი.

ბიგოსთან ერთად სუფრაზე მიაქვთ თეთრი ან შავი გახუხული პური. ამ კერძს ძალიან უხდება ალკოჰოლიანი სასმელები.

გემრიელად მიირთვით!

0
FacebookEmail
previous post
სასწაულებრივი ნაზავია, რომელიც სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე! ამოსოვის პასტა – ასეთი ” ვიტამინების ბომბის“ სარგებელი ფასდაუდებელია!
next post
შენელებული მეტაბოლიზმის მიზეზები, რომლებიც აისახება წონაზე. № 3 ვერც ვიეჭვებდი.

Related Articles

დანამდვილებით ვიცი, რომ ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი ქიშმიშით შთაბეჭდილებას...

მაისი 15, 2022

დესერტის მომზადებას 30 წუთს ვუთმობ, კომპლიმენტებს კი გაცილებით...

მაისი 15, 2022

ნაყინი “პლომბირი” – ჩემი საყვარელი დესერტი ყველა სეზონზე!

მაისი 15, 2022

ადრე მაღაზიაში ვყიდულობდი, ახლა ჩემით ვამზადებ!

მაისი 13, 2022

როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის...

მაისი 13, 2022

მადისაღმძვრელი ღვეზელი ცხარე შიგთავსით.

მაისი 11, 2022

ასე ვამზადებ ჩილის კეტჩუპით დამარინადებულ კიტრს.

მაისი 11, 2022

თეთრ კომბოსტოს ძმრიან წყალში ვასველებ და შედეგად პიცას...

მაისი 11, 2022

თუ კარტოფილს გავფცქვნი, ჩემი ოჯახი ბლინებს არ დაელოდება....

მაისი 10, 2022

მას შემდეგ, რაც ამ კერძის მომზადება გადავწყვიტე, მაშინვე...

მაისი 10, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რეგულარულად ვამზადებ და ყველა გიჟდება! მალე მთელი ოჯახი სამზარეულოში შევიკრიბებით!

  • 2

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 3

    მხოლოდ ერთი კოვზი უზმოზე და საღამოს უკვე 2 კგ. ქრება. ეფექტური ლიპოსაქციის მოკლე კურსი.

  • 4

    სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3 დღის შემდეგ სასწორზე ციფრები მახარებს.

  • 5

    ეს რეცეპტი ბოშას მოჰპარა ჩემმა მეგობარმა. ცხარე და უგემრიელეს აჯიკა მოდუღების გარეშე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC