• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

საყვარელ კერძზე 3-ჯერ უფრო გემრიელია! აი როგორ მზადდება ტოლმა რუმინულად!

by ekaterine სექტემბერი 6, 2020
სექტემბერი 6, 2020

ტოლმა იმდენად ძველი კერძია, რომ რთულია, რომელიმე ქვეყნის სამზარეულოს მივაკუთვნოთ. ჩინელები თავისად იჩემებენ, ბერძნები ამტკიცებენ, რომ ღორის ხორცს კომბოსტოს ფოთლებში ჯერ კიდევ ჩვენს ეპოქამდე მიირთმევდნენ.

XVIII საუკუნეში ღარიბი ხალხი მის შემცვლელს აკეთებდა, ისინი ხორცსა და ბრინჯს კომბოსტოს ფოთლებში ახვევდნენ და ასე აცხობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ კომბოსტოს რულონები უყვართ მრავალი ქვეყნის მაცხოვრებლებს, ყველგან განსხვავებულად ამზადებენ.

ჩვენ შემოგთავაზებთ ცოტა განსხვავებულ რუმინულ რეცეპტს.

ტოლმის მომზადება

რუმინული კომბოსტოს ტოლმა უფრო წვნიანია და 3 ჯერ უფრო გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი კერძი. უფრო მეტიც, მისი მომზადება შესაძლებელია ღორის, საქონლის ან ინდაურისგან. ადგილობრივი გურმანები რამდენიმე სახეობის ხორცსაც კი აერთიანებენ. ზოგი საჭმელად კი იყენებს მჟავე კომბოსტოს … და ბეკონს. ჩვენ გირჩევთ ავიღოთ დაფქვილი ღორის ან  საქონლის ხორცი, რადგან კერძი არც ისე წვნიანი გამოდის სხვა ხორცისგან.

ინგრედიენტები

1 თავი ახალი კომბოსტო

250 გრ ღორის ან ძროხის ხორცი

100 გრ ბრინჯი

1 სტაფილო

1 ხახვი

0,5 ჭიქა წყალი

მარილი და პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები სოუსისთვის

2 ს.კ. ლ არაჟანი

100 გრ მაგარი ყველი

2 პომიდორი

4 კბილი ნიორი

რამოდენიმე ღერი კამა ან ოხრახუში

მომზადება

ფოთლების ადვილად გასაცალკევებლად მოათავსეთ კომბოსტო მიკროტალღურ ღუმელში 7-10 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ცივი წყლის ქვეშ და დაშალეთ.

 

მოხარშეთ ბრინჯი ნახევრად.

დაჭერით ხახვი წვრილად, გახეხეთ სტაფილო და მოშუშეთ ტაფაში.

დაუმატეთ ბრინჯი და ფარში. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ახლა გადაახვიეთ ტოლმა და დაალაგეთ ცხიმწასმულ საცხობზე.

ჩაასხით საცხობში წყალი, დააფარეთ ფოლგა, შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთით.

წვრილად დაჭერით პომიდორი, გახეხეთ ყველი, დაჭერით მწვანილი, ჩაჭყლიტეთ ნიორი, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

დაუმატეთ არაჟანი, წიწაკა, მარილი და კვლავ აურიეთ.

თანაბრად გაანაწილეთ ტოლმის ზედაპირზე და კვლავ შედგით ღუმელში. 15 წუთის შემდეგ ტოლმა მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

ტოლმის ხორცით მომზადება ნამდვილი ხელოვნებაა. ყველაფერი კარგად რომ გამოვიდეს, გაითვალისწინეთ ზოგიერთი რჩევა კომბოსტოს ფოთლების მომზადებისას.

თუ ხარშავთ კომბოსტოს ტოლმისთვის, თავიდან ამოჭერით ღერო, შემდეგ ფოთლები თავად გაცალკევდებიან ხარშვისას.

უფრო გემრიელი ტოლმის მოსამზადებლად, მარილი არამხოლოდ ფარშს, არამედ კომბოსტოსაც მოაყარეთ.

თავად კომბოსტოს ფოთლებსაც მოჭერით  სქელი ღეროები. ასეთი ტოლმა უფრო რბილი გამოვა.

შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც.

2
FacebookEmail
previous post
მხოლოდ სამი მარტივი ხერხი გადაგარჩენთ შეწვისას უსიამოვნებებისგან.
next post
ზოგჯერ საჭიროა მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატება და ბოლოს შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

Related Articles

დანამდვილებით ვიცი, რომ ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი ქიშმიშით შთაბეჭდილებას...

მაისი 15, 2022

დესერტის მომზადებას 30 წუთს ვუთმობ, კომპლიმენტებს კი გაცილებით...

მაისი 15, 2022

ნაყინი “პლომბირი” – ჩემი საყვარელი დესერტი ყველა სეზონზე!

მაისი 15, 2022

ადრე მაღაზიაში ვყიდულობდი, ახლა ჩემით ვამზადებ!

მაისი 13, 2022

როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის...

მაისი 13, 2022

მადისაღმძვრელი ღვეზელი ცხარე შიგთავსით.

მაისი 11, 2022

ასე ვამზადებ ჩილის კეტჩუპით დამარინადებულ კიტრს.

მაისი 11, 2022

თეთრ კომბოსტოს ძმრიან წყალში ვასველებ და შედეგად პიცას...

მაისი 11, 2022

თუ კარტოფილს გავფცქვნი, ჩემი ოჯახი ბლინებს არ დაელოდება....

მაისი 10, 2022

მას შემდეგ, რაც ამ კერძის მომზადება გადავწყვიტე, მაშინვე...

მაისი 10, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რეგულარულად ვამზადებ და ყველა გიჟდება! მალე მთელი ოჯახი სამზარეულოში შევიკრიბებით!

  • 2

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 3

    მხოლოდ ერთი კოვზი უზმოზე და საღამოს უკვე 2 კგ. ქრება. ეფექტური ლიპოსაქციის მოკლე კურსი.

  • 4

    სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3 დღის შემდეგ სასწორზე ციფრები მახარებს.

  • 5

    ეს რეცეპტი ბოშას მოჰპარა ჩემმა მეგობარმა. ცხარე და უგემრიელეს აჯიკა მოდუღების გარეშე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC