• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ხორციანი ბლინების მადისაღმძვრელი რეცეპტი! მისი დაგემოვნების შემდეგ მიხვდებით, რომ მომზადებაში დრო ნამდვილად არ დაგიკარგავთ.

by ekaterine დეკემბერი 11, 2018
დეკემბერი 11, 2018

მასალად საჭიროა (ფარშისთვის);

ხორცი 1 კგ

ხახვი 200 გრ

ერბო ან კარაქი 50 გრ

ზეთი 200 გრ

შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.

 

ცომისთვის:

კვერცხი 8 ცალი

რძე ან წყალი 1 ლიტრი

ფქვილი რამდენიც დასჭირდება

 

გულსართის მომზადება:

საქონლის ან ღორის ( შერეულიც შეიძლება ) ხორცის რბილი ნაჭერი კარგად მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ერბოში შეწითლებამდე, ჩავყაროთ დაკეპილი ხორცი და კარგად ავურიოთ. ცოტაოდენ ბულიონში გავხსნათ მარილი, შავი პილპილი, და დავასხათ ხორცის სატენს ისე, რომ ფარში რბილი, ნაზი გამოვიდეს. ვშუშოთ 5-10 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.

 

ბლინის მომზადება:

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ მიქსერით, დავასხათ რძე (წყალიც შეიძლება) და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კარგად არ აქაფდება. ჩავყაროთ ფქვილი ( უმაღლესი ხარისხის) ისე, რომ ცომი ძალიან თხელი არაჟნის სისქის გამოვიდეს. კარგად გავაცხელოთ ტაფა და ჩამჩით დავასხათ ბლინის ცომი. როდესაც ერთი მხრიდან გამოცხვება (ზემოთა მხარე კარგად უნდა იყოს გამშრალი), ბლინი ავიღოთ, გამომცხვარი მხრიდან დავადოთ ხორცის გულსართი და დავახვიოთ ისე, როგორც ვახვევთ ტოლმას. სუფრაზე მიტანის წინ შევწვათ ზეთში.

0
FacebookEmail
previous post
დაუვიწყარი გემო – აჩმა, რომლის გარეშეც სადღესასწაულო სუფრა არ არსებობს.
next post
ბევრმა არ იცის, რომ ამ პროცედურების ჩატარება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. შედეგად კანი გაჯერებული, დაჭიმული, ელასტიური და რბილი ხდება.

Related Articles

გემოს და არომატის ფეიერვერკი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ....

ივნისი 22, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

ივნისი 22, 2022

მდიდარი ნაღებისებრი გემო მაშინვე გაბრუნებს ბავშვობაში, როცა ნაყინი...

ივნისი 20, 2022

ცოტა ხნის წინ გამყიდველმა საბოლოოდ გაამხილა საიდუმლო. ახლა...

ივნისი 20, 2022

გვერდს ვერ აუვლი! უნივერსალური რეცეპტია ნატურალური ჟელეს მოსამზადებლად!

ივნისი 10, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

მას შემდეგ რაც ამ კერძით ვახშმობას დავიწყებ, ვიცი...

მაისი 29, 2022

თუ თქვენც ისევე გიყვართ მარწყვი, როგორც მე, აუცილებლად...

მაისი 29, 2022

ამ დესერტმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. უფრო უკეთესია, ვიდრე...

მაისი 27, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ტკბილზე მოთხოვნილება ისე გამიქრა, აღარც კი მახსენდება და ვერც კი ვიგრძენი წონაში ისე დავიკელი.

  • 2

    დადასტურდა, რომ სოკოს ძალიან ეშინია ამ ეთერზეთების.

  • 3

    ცხიმის წვა მეხუთე დღიდან იწყება. აუცილებელია საუზმეზე მიირთვათ მხოლოდ ნახევარი…

  • 4

    გაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და არასდროს დამივიწყებთ!

  • 5

    ტუტოვანი საკვების ტოპ-ათეული, რომელიც ხელს უშლის სიმსუქნეს, ინსულტს და კიბოს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC