• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავისილამაზე

ბევრმა არ იცის, რომ ამ პროცედურების ჩატარება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. შედეგად კანი გაჯერებული, დაჭიმული, ელასტიური და რბილი ხდება.

by ekaterine დეკემბერი 11, 2018
დეკემბერი 11, 2018

მემკვიდრეობითი ფაქტორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კანის ტიპს, ფერს, მგრძნობელობასა და მიდრეკილებას კანის გარკვეული პრობლემებისადმი. თუმცა, მარტო მემკვიდრეობის ცოდნა საკმარისი არ არის. კანის ჯანმრთელობისათვის კვების რაციონი და კანის მოვლის მეთოდებიც მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

კანის ტიპის დადგენა მნიშვნელოვანია, რათა ისწავლო, თუ როგორ მოუარო კანს.

ცხიმიანი კანი ხშირად გენეტიკურია ან ჰორმონული ცვლილებებითაა გამოწვეული. ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც გარდატეხის ასაკში, მენტრუაციის, ორსულობისა და მენოპაუზის დროს კანის ცხიმიანობას იწვევს. ასეღი ცვლილებებისას ორგანიზმი მეტ ცხიმს გამოყოფს, რომელიც კანის მკვდარ უჯრედებთან ერთად ბლოკავს ფორებს. თუმცა, ამავე დროს ატენიანებს კანს და ნაოჭების გაჩენას აფერხებს.

ცხიმიან კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ის ცოტათი უსიცოცხლო და მოუქნელია. ახასიათებს ფერიმჭამელები და აკნე. გამოიყენეთ სახის მოვლის ისეთი მეთოდი, რომელიც კანს აბალანსებს და ფორებს ასუფთავებს.

გარდა ჩვეულებრივი პირის დაბანისა, საჭიროა სახის გაწმენდა ერთპროცენტიანი ნიშადურის სპირტისა და წყლის ნარევით, ე.ი. უნდა ავიღოთ 100 წილი წყალი და 1 წილი ნიშადურის სპირტი. დაბანილ და გაწმენდილ სახეზე უნდა გადავისვათ ნაკლებცხიმოვანი მალამო, ხოლო შემდეგ – მშრალი პუდრი.

 

ცხიმოვან სახეზე დროგამოშვებით უნდა დავიდოთ ქატოს ნიღაბი. 1 ჩ/კ ცაცხვის გამხმარ ყვავილებს დავასხათ ნახევარი ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ჭურჭელი დავხუროთ. 1 – 2 საათის შემდეგ გავწუროთ, ნაყენში ჩავასხათ ნუშის ქატო ისე, რომ სქელი ფაფა გამოვიდეს, ამ ფაფას დავიდებთ სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ დავიბანთ ნელთბილი წყლით და წავისვამთ მშრალ პუდრს.

 

ღამე, ძილის წინ, სახე გავიწმინდოთ შემდეგი შემადგენლობის ხსნარში დასველებული ბამბით: სპირტი 1.5 ს/კ., წყალი 2 ს/კ., ბორის მჟავა 1/6 ჩ/კ.

ცხიმიან სახეზე მიზანშეწონილია პარაფინის ნიღბის დადება:

 

 

ამ ნიღბის დადების წინ სახე უკვე დამუშავებული, ე.ი. დაბანილი და რომელიმე ცხიმოვანი მალამოწასმული უნდა იყოს. პარაფინი ან თეთრი სანთელი გავათბოთ ორთქლის აბაზანაზე (პარაფინს შეგიძლიათ, სურვილისამებრთ, A და E ვიტამინების 2-2 წვეთი, 3-4 წვეთი ალოეს წვენი და ამდენივე პროპოლისის ნაყენი ჩაამატოთ) და წავისვათ სახეზე სპეციალური ჯაგრისით. წასმა სამ-ოთხჯერ უნდა განმეორდეს. მოარიდეთ თვალის ირგვლივ წასმას. პარაფინწასმულ ადგილებზე დავიფინოთ ბამბა ან რბილი ქსოვილი, რათა თბილად შევინარჩუნოთ ეს ადგილები. ამის შემდეგ სახეს ფენა-ფენად მოვაცილებთ გამაგრებულ პარაფინს. რომელიმე ემულსიით გავიწმენდთ სახეს და წავისვამთ პუდრს. ეს პროცედურა ჩავიტაროთ თვეში ორჯერ.

პარაფინის პროცედურების ჩატარება არ შეიძლება კანის ჩირქოვანი ანთების, ნაკაწრების, სისხლძარღვოვანი ქსელებისა და გამონაყარის დროს!

0
FacebookEmail
previous post
ხორციანი ბლინების მადისაღმძვრელი რეცეპტი! მისი დაგემოვნების შემდეგ მიხვდებით, რომ მომზადებაში დრო ნამდვილად არ დაგიკარგავთ.
next post
საშობაო იხვი – რბილი და ჰაეროვანი, იჭმევა მთლიანად. საიდუმლო არის სპეციალურ მარინადში!

Related Articles

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო...

მაისი 26, 2022

ეს ხრიკი დედაჩემისგან ვისწავლე. არც კი მეგონა, რომ...

მაისი 23, 2022

არასდროს მომწონდა ეს ნაოჭიანი გამომშრალი ხილი… ჯერჯერობით 4...

მაისი 20, 2022

მე უკვე 60-ის ვარ, მაგრამ სნაიპერის მხედველობა მაქვს!...

მაისი 19, 2022

მოულოდნელი აღმოჩენა. გააოცეთ თქვენი ოჯახი და მეგობრები ასეთი...

მაისი 15, 2022

აი რატომაა მსოფლიო შეპყრობილი ტუალეტის ახალი ტრენდით.

მაისი 11, 2022

სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3...

მაისი 11, 2022

ხვალ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით თქვენი ოცნების ფიგურას! საღამოს...

მაისი 9, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ტკბილზე მოთხოვნილება ისე გამიქრა, აღარც კი მახსენდება და ვერც კი ვიგრძენი წონაში ისე დავიკელი.

  • 2

    დადასტურდა, რომ სოკოს ძალიან ეშინია ამ ეთერზეთების.

  • 3

    ცხიმის წვა მეხუთე დღიდან იწყება. აუცილებელია საუზმეზე მიირთვათ მხოლოდ ნახევარი…

  • 4

    გაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და არასდროს დამივიწყებთ!

  • 5

    ტუტოვანი საკვების ტოპ-ათეული, რომელიც ხელს უშლის სიმსუქნეს, ინსულტს და კიბოს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC