• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

საშობაო იხვი – რბილი და ჰაეროვანი, იჭმევა მთლიანად. საიდუმლო არის სპეციალურ მარინადში!

by ekaterine დეკემბერი 11, 2018
დეკემბერი 11, 2018

საახალწლო დღესასწაულებზე ყველა დიასახლისი ფიქრობს, რომ მთელი იხვის შეწვა წაართმევს დროს და გამოვა მაგარი, სპეციფიკური სუნით, რომელიც არა მარტო დროს, არამედ ინგრედიენტებსაც გადააყრევინებს.

გასწავლით, როგორ შეწვათ ისე, რომ ხორცი იყოს რბილი, წვნიანი და არომატული.

 

სტუმრებს გააოცებთ და ნამდვილი სამზარეულოს ოსტატი გახდებით. სწორი მარინადი და კარგი სოუსი დაგეხმარებათ საახალწლოდ გაუმასპინძლდეთ სტუმრებს ვარდისფერი ფრინველით, რომელიც პირში დნება.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი იხვი

შემადგენლობა:

იხვი მთელი

4-5 მჟავე ვაშლი

115 გრ ფორთოხლის წვენი

100 გ სოიოს სოუსი

30 გ გახეხილი კოჭა

2 ს/კ. თაფლი მარინადებისთვის

1 ს/კ. ფორთოხლის კანი

2 ჩ/კ. ხმელი ნიორი

1/2 ჩ/კ.შავი პილპილი

1 ს/კ. თაფლი გულისთვის

1/4 ჩ/კ. დარიჩინი

ფორთოხალი მოსართავად

 

ინგრედიენტები სოუსისთვის:

10-12 ს/კ იხვის წვენი და ცხიმი

170 გ  ფორთოხლის წვენი

1  ფორთოხლის რბილობი

1-2 ჩ/კ. სახამებელი

1-2 ს/კ თაფლი

1 ს/კ. ლიმონის წვენი

50 მლ წყალი

1 ჩხირი დარიჩინი

 

გაასუფთავეთ იხვი, გარეცხეთ. ამოაჭერით აუცილებლად კუდთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვალი, რომ უსიამოვნო სუნი არ გამოსცეს შეწვის დროს.

 

აურიეთ ერთმანეთში სოიოს სოუსი, კოჭა, ფორთოხლის წვენი, ცედრა და თაფლი. ურიეთ მანამ, სანამ თაფლი არ გაიხსნება. გამზადებული მარინადი მოასხით იხვს, დააფარეთ ცელოფანი და 24 საათის განმავლობაში შედგით მაცივარში.

გაზქურის ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყეთ დაჭრილი ვაშლის ნაჭრები, მოათავსეთ სედ მარინადიანი იხვი, ზემოდან წაუსვით მარილი, რომელსაც დამატებული აქვს პილპილი და ნიორი.

დარჩენილი ვაშლის ნაჭრები ჩაულაგეთ იხვს შიგნით და შეკარით ხის ჩხირის საშუალებით.

შეახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და შედგით გაზქურაში 180 გრადუსზე 1,5 საათით.

შემოხსენით ქაღალდი, წვენი და ცხიმი ფრთხილად გადმოიღეთ ჭურჭელში, ისევ შეაბრუნეთ შესაწვავად 30 წუთის განმავლობაში.

სანამ იხვი იწვება, გაამზადეთ სოუსი:

აღებულ წვენში დაუმატეთ ფორთოხალი და ლიმონის წვენი, დარიჩინი, თაფლი, მიიყვანეთ ადუღებამდე. სახამრბელი გახსენით წყალში და დაუმატეთ სოუსს. თუ თხელი გამოვიდა, ცოტა კიდევ დაუმატეთ წყალში გახსნილი სახამებელი. სოუსს დაუმატეთ ფორთოხლის დაჭრილი რბილობი და ცოტა კიდევ ადუღეთ. გამოდის მომჟავო-მოტკბო. თუ სიტკბო აკლია, დაუმატეთ თაფლი ან შაქარი და თუ აკლია სიმჟავე, შეგიძლიათ ლიმონის წვენის დამატება.

შემწვარი იხვი დაჭრით და ჩააწყვეთ სოუსში. გემრიელად მიირთვით!

0
FacebookEmail
previous post
ბევრმა არ იცის, რომ ამ პროცედურების ჩატარება სახლის პირობებშიც შესაძლებელია. შედეგად კანი გაჯერებული, დაჭიმული, ელასტიური და რბილი ხდება.
next post
მარადიული ახალგაზრდობის 10 საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ჰოლივუდშია ცნობილი

Related Articles

უჩვეულო სასმელი, იგივე “მილკშეიქი” ღრმა ბავშვობიდან.

აპრილი 18, 2021

ასეთი საკონდიტრო ნაწარმი სამართლიანად გახდება სააღდგომო სუფრის დედოფალი.

აპრილი 14, 2021

ისეთი სუნი დატრიალდა, მეზობლების გამასპინძლება მომიხდა. ამ წესების...

აპრილი 11, 2021

ლობიოს კერძების მოყვარული ვარ, ბევრი ვცადე! მაგრამ არასდროს...

აპრილი 7, 2021

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხორცი მართლაც ზედმეტია. სამარხვო...

მარტი 26, 2021

მარტივი, მაგრამ წარმოუდგენლად გემრიელი კარტოფილის ღვეზელი ღუმელში.

მარტი 26, 2021

დარწმუნებული ვარ, ასეთი ტკბილი სიურპრიზი გააკვირვებს და გაახარებს...

მარტი 26, 2021

თვალის დახამხამებაში ქრება მაგიდიდან. კომპლიმენტები ისე მსიამოვნებს, ყოველდღე...

მარტი 23, 2021

უნიკალური გემო და ულამაზესი ვიზუალი ზღაპრულ სამყაროში მოგახვედრებთ....

მარტი 21, 2021

თუ გსურთ იცოდეთ როგორ მზადდება სამეფო შოკოლადის პური,...

მარტი 21, 2021
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    გაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და არასდროს დამივიწყებთ!

  • 2

    ბადრიჯანმა ბევრი ზეთი რომ არ შეიწოვოს, ერთ ხრიკს ვიყენებ. გულსართზე ხომ უბრალოდ ვგიჟდები.

  • 3

    ცხიმის წვის პროცესი მე-4 დღიდან დაიწყება. დაკარგული კილოგრამები კი 3 წლის განმავლობაში აღარ დაბრუნდება. ნაცადი მეთოდია – პირადად შევამოწმე!

  • 4

    78 წლის ვარ და კიდევ დიდხანს გავაგრძელებ ცხოვრებას! რეგულარულად ვამზადებ ამ ნაყენს, რომელსაც ვსვამ სიამოვნებით!

  • 5

    ერთკვირიანი პრაქტიკა გიჩვენებთ თქვენი სხეულის სასიამოვნო ცვლილებებს! 5 ეფექტური პოზა სხეულის კორექციისათვის!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. Designed and Developed by PenciDesign