• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

დაუვიწყარი გემო – აჩმა, რომლის გარეშეც სადღესასწაულო სუფრა არ არსებობს.

by ekaterine დეკემბერი 11, 2018
დეკემბერი 11, 2018

“აჩმა”

ინგრედიენტები

კვერცხი 5 ცალი

კარაქი 300-500 გრამი

ყველი 1 კგ

წყალი 1 ჭიქა

ფქვილი რამდენსაც შეიზელს

 

მომზადება:

კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს.), შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი, ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და ამავე წუთში ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან, დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გაბრტყელება და მოხარშვა.

უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათან დავჭრათ თხელ ნაჭრებად ). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი, შემდეგ დავაფაროთ მოხარშული ცომი, წავუსვათ კარაქი, ორი ფენის შემდეგ ისევ მოვაყაროთ დაფხვნილი ყველი, ზემოდან ისევ ორი მოხარშული, კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ.

0
FacebookEmail
previous post
ღვიძლის ნაზი რულეტი მდნარი ყველით – ნამდვილი სადღესასწაულო კერძი
next post
ხორციანი ბლინების მადისაღმძვრელი რეცეპტი! მისი დაგემოვნების შემდეგ მიხვდებით, რომ მომზადებაში დრო ნამდვილად არ დაგიკარგავთ.

Related Articles

ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ...

აგვისტო 12, 2022

ვფიქრობ, რომ ყველა დიასახლისს უნდა ჰქონდეს ასეთი რეცეპტი....

აგვისტო 12, 2022

ვიღებ ჭიქა კეფირს და 10 წუთში ვამზადებ ხრაშუნა...

აგვისტო 11, 2022

ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ...

აგვისტო 9, 2022

ჩვეულებრივი სენდვიჩიც კი მასთან ერთად უკვე პატარა კულინარიული...

აგვისტო 7, 2022

ამ მიქსის გემო ბავშვობიდან მახსოვს და დღემდე მომწონს....

აგვისტო 4, 2022

სანახაობრივი ჰაეროვანი ტკბილი დესერტი.

აგვისტო 3, 2022

საკონდიტრო მაღაზიები ასეთ გემრიელებს არ აკეთებენ! განსაკუთრებით ლამაზია...

აგვისტო 3, 2022

ჩვენმა ბებიებმა ეს რეცეპტი ზეპირად იცოდნენ! საკმაოდ დიდი...

ივლისი 31, 2022

გემრიელად გამოიყურება! და მისი უნაკლო შესრულებისთვის არ არის...

ივლისი 31, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    დედაჩემი ამ კერძს ისე გემრიელად ამზადებს, რომ შეიძლება თეფშიანად გადაგეყლაპოთ. დილით მიირთვით “მასტავა” და მთელი დღით დანაყრებული იქნებით.

  • 2

    დაემშვიდობეთ მუცლის ცხიმსა და ფეხების შეშუპებას. 7 დღეში მინიმუმ 7 კილოგრამით ნაკლები. დიეტა “წებოვანი”- ახალი სიტყვა დიეტოლოგიაში.

  • 3

    არასდროს ვყოფილვარ კოსმეტოლოგთან, მაგრამ სახეზე მიმიკური ნაოჭიც კი არ მაქვს! აი ბუნებრივი ლიფტინგის რეცეპტი ჩემგან!

  • 4

    ყველა ნაოჭი, ფორები და არათანაბრობა გააქრო. კანი ფაიფურივითაა. გაგიზიარებთ ჩემს აღმოჩენას!

  • 5

    სანელებელი, რომელიც ათზე მეტ ფარმაცევტულ მედიკამენტს ცვლის. რა შედეგი მისცა კურკუმამ ჩემს დედამთილს, რომელიც ყოველდღე სვამდა მას.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC