POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

კერძი, რომელიც ალამაზებს ნებისმიერ დიეტას! ჭამეთ სიამოვნებით, თქვენ არ მოგიწევთ ზედმეტ კილოგრამებზე ნერვიულობა!

by ekaterine აგვისტო 7, 2020
აგვისტო 7, 2020

ვერც კი დაითვლით, იმდენი რეცეპტია ლავაშის კერძების, ის ხომ იდეალურია ნებისმიერი შემთხვევისთვის, იქნება ეს 50 კაციანი სუფრა, თუ პიკნიკი.

 

და არ იფიქროთ, რომ დიეტაში ლავაშის ადგილი არ არის. პირიქით: მისი დახმარებით თქვენ შექმნით უამრავ დიეტურ კერძს, რომელიც ფიგურას ზიანს არ მოუტანს. გამოიყენეთ ეს რეცეპტები!

ლავაშის დიეტური რეცეპტები

მთელი მარცვლეულის ლავაში

მსხვილად დაღერღილი ხორბლის ფქვილის ლავაში ბევრად სასარგებლოა.

ინგრედიენტები

300 გ მსხვილად დაღერღილი ფქვილი

150-200 მლ თბილი ანადუღარი წყალი

ნახევარი ჩ. კ. მარილი

მომზადება

გაცერით ფქვილი, მარილი წყალში გახსენით. ჩაამატეთ ფქვილს ცოტ-ცოტა წყალი. მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30 წუთით.

ცომი გაყავით კვერცხის ზომის ბურთებად. ყოველი მათგანი გააბრტყელეთ და გამოაცხეთ მშრალ, კარგად გახურებულ ტაფაზე.

პიცა ლავაშზე

თუ ძალიან თხელი ლავაში გაქვთ, შეგიძლიათ ორმაგი გამოიყენოთ.

შესანიშნავი დიეტური პიცა მზადდება შვრიის ლავაშით!

შეგიძლიათ ლავაშის ფირფიტები თავად მოამზადოთ ან გამოიყენოთ მაღაზიის მზა პროდუქტი.

ინგრედიენტები

ერთი თხელი ლავაში

200 გ მოხარშული ქათმის ხორცი

50 გ მოცარელა

ერთი პომიდორი

2 ს. კ. ტომატ პასტა

ერთი ჩ. კ. პროვანსული მწვანილი

მომზადება

ლავაში დააფინეთ საცხობზე, წაუსვით ერთმანეთში არეული ტომატ პასტა და მწვანილი. დაალაგეთ ხორცი, მოცარელას ნაჭრები და პომიდორი.

შედგით პიცა 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

ლავაშის ჩიფსები

ინგრედიენტები

ერთი ლავაში

3 ს. კ. არაჟანი

ერთი მწიკვი ნივრის ფხვნილი

ნახევარი ჩ. კ. კარი

მარილი

მომზადება

შეურიეთ არაჟანი, მარილი და სუნელები. წაუსვით ნარევი ლავაშზე და დატოვეთ 10-15 წუთით.

ლავაში დაჭერი სასურველ ფორმებად, დაალაგე საცხობზე და გააწითლე ღუმელში, 180 გრადუსზე.

დიეტური ლაზანია ლავაშისგან

ინგრედიენტები

800 გ ფარში

400 გ ქამა სოკო

ერთი ხახვი

ერთი სტაფილო

3 ს. კ. სქელი იოგურტი

3 თხელი ლავაში

100 გ მოცარელა

მარილი

პილპილი

4 ს. კ. ტომატ პასტა

მომზადება

დაჭერით სოკო ფირფიტებად, ხახვი – წვრილად, სტაფილო კი გახეხეთ. ბოსტნეული მოშუშეთ, გახეხეთ ყველი.

ფარში შეწვით ცალკე ტაფაში, უცხიმოდ. ჩაამატეთ ტომატ პასტა, მარილი, პილპილი, ხახვისა და სტაფილოს ნაწილი დაამატეთ სოკოს, ნაწილი კი ფარშს.

ლავაში გაჭერით ოთხკუთხედებად. ააწყეთ ლაზანია ფენებად: ლავაში-ფარში-ყველი-ლავაში-სოკო-ყველი-ლავაში. გააგრძელეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ლავაშს ზედაპირზე მოუსვით იოგურტი და მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

შედგით ფორმა ღუმელში, 180 გრადუსზე 30 წუთით.

დიეტური შტრუდელი ლავაშით

ინგრედიენტები

1-2 ფენა ლავაში

150 გ ხაჭო

3 ვაშლი

ერთი ს. კ. ქიშმიში

ერთი ს. კ. თაფლი

მწიკვი დარიჩინი

ერთი კვერცხის გული

მომზადება

ხაჭოს შეურიეთ თაფლი და ქიშმიში. ვაშლი დაჭერით წვრილ კუბებად, ხაჭოს მასა წაუსვით ლავაშს, დაალაგეთ ზემოდან ვაშლი, მოაყარეთ დარიჩინი და გადაახვიეთ რულეტივით.

რულეტი გადაიტანეთ საცხობზე, წაუსვით კვერცხის გული, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებს!

0 FacebookEmail
previous post
იდეალური დესერტი მათთვის ვისაც წონის დაკლება სურს. 100 გრამში სულ 100 კალორიაა.
next post
გემრიელი და მიმზიდველი კერძი დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას! მშვენივრად არის შერწყმული გამომცხვარი ბოსტნეულის გემო სოუსებთან.

Related Articles

იტალიელებმა ნამდვილად ბევრი რამ იციან დესერტების შესახებ. ეს...

მაისი 18, 2023

კიევის ტორტზე უკეთესია და თან ადვილად გამოსაცხობი. გავიქეცი,...

მაისი 18, 2023

სურნელოვანი დრესინგის წარმოუდგენელი რეცეპტი, რომელიც ყველა თქვენს მეგობარს...

მაისი 15, 2023

მე ვერ წარმომედგინა ჭარხალი ქაშაყისა და მაიონეზის გარეშე,...

მაისი 15, 2023

მისმა სურნელმა მოიგო ჩემი გული. წარმოუდგენლად გემრიელი ბლინები....

მაისი 15, 2023

მინდა შევაქო ის ადამიანი, ვინც მოიფიქრა ასეთი შესანიშნავი...

მაისი 15, 2023

შვრიის ფაფა + კომბოსტო = გემრიელი განტოლება, რომელიც...

მაისი 11, 2023

ამ ცხარე კერძისთვის სულსაც გაჰყიდით! 😍

მაისი 9, 2023

ზაფხულში ბევრ ალუბალს ვყინავ, რომ მთელი წლის განმავლობაში...

მაისი 3, 2023

ამ დესერტის 3 რეცეპტი მოეწონება ერთდროულად გემრიელი და...

მაისი 3, 2023
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ ლიმონის პლომბირს ჩემი ხელით! 🍋 🍨

  • 2

    დიეტოლოგმა მირჩია ეს კომბოსტოს სალათები. მივირთმევ გარნირის გარეშე ღამითაც კი და კვირაში სამ კილოგრამს ვიკლებ!

  • 3

    ჩემი საფირმო რეცეპტის მიხედვით მომზადებული კიტრი სუფრიდან უფრო სწრაფად მიფრინავს, ვიდრე ხორცი. 🥒😁

  • 4

    ჭამეთ ეს სალათი 3 ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში ზედიზედ და ზედმეტი ფუნტი აორთქლდება!

  • 5

    ფაიფურივით კანი 40 წლის შემდეგაც. შოკისმომგვრელი განსხვავება პირველი გამოყენების შემდეგ.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა