POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

იტალიური ტორტი “დროში გამოცდილი” ნიგვზის შიგთავსით. ზღვა სიამოვნება ყველა ნაჭერში.

by ekaterine აგვისტო 5, 2020
აგვისტო 5, 2020

იცოდით რომ 20 ივლისი ტორტის საერთაშორისო დღე იყო? სინამდვილეში, ეს დღესასწაული მარტო დესერტს არ ეძღვნება, არამედ ის ემსახურება ხალხს, ქვეყნებსა და ერებს შორის მეგობრობის სიმბოლოს და ითვლება როგორც გაერთიანების ნიშანი. თავად დღესასწაული საკმაოდ ახალგაზრდაა, იგი მხოლოდ 2009 წელს დაარსდა, მიუხედავად ამისა, ტორტების დღე უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და ეროვნების ადამიანებში.

მაშინაც კი, თუ ეს დღე არ აგიღნიშნავთ და ტორტის არცერთი ნაჭერი არ მიგირთმევიათ, არ არის გვიანი. გთავაზობთ თუ როგორ მოამზადოთ წარმოუდგენლად გემრიელი შოკოლადისა და ნიგვზის ტორტი საკუთარი ხელით.

ნიგვზის ტორტი

ინგრედიენტები ცომისთვის

1 ჩ.კ. ფქვილი

150 გრ შაქარი

1 მწიკვი ლიმონის მჟავა

150 გრ ნიგოზი

4 კვერცხის ცილა

1 მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

300 მლ ნაღები (33-35%-იანი)

125 გრ შავი შოკოლადი

1 ს.კ. შაქრის პუდრა

მომზადება

პირველ რიგში კვერცხის ცილა ათქვიფეთ მარილთან და ლიმონმჟავასთან ერთად. პროცესში თანდათან დაუმატეთ შაქარი, ათქვიფეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.

ბერძნული ნიგოზი ჯერ მოხალეთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ კი დააბლენდერეთ.

შემდეგ შეურიეთ ათქვეფილ ცილას ფქვილ და კაკალი, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

6 წრე გამოჭერით პერგამენტისგან 18 სმ დიამეტრით, ამის შემდეგ, თითოეული წრეს უნდა წაუსვათ მცენარეული ზეთი.

თითოეულ ზეთოვან წრეზე მოათავსეთ ცომის თხელი ფენა და გააგზავნეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. აცხვეთ თითოეული ნამცხვარი დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ნამცხვრები ღუმელიდან გამოვიღოთ, ცოტა გავაციოთ და  გადმოვიტანოთ ნამცხვარი ქაღალდიდან.

წყლის ორთქლზე გაადნეთ 80 გრ შოკოლადი. 5 ტორტის ფენას ფუნჯის მეშვეობით წაუსვით გამდნარი შოკოლადი, მეექვსე დატოვეთ. ცოტა ხნით გააჩერეთ შოკოლადიანი ფენები, რათა შოკოლადი გაიყინოს.

ამავდროულად მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ შაქრის პუდრი.

ცალკე თასში გადაიტანეთ 4 ს.კ. ათქვეფილი ნაღები. დარჩენილ ნაღებს კი 30 გრ გახეხილი შოკოლადი დაუმატეთ და მოურიეთ.

ტორტის თითოეულ ფენას წაუსვით ათქვეფილი ნაღებისა და შოკოლადის ნარევი, შემდეგ ერთმანეთზე დალაგებით ააწყვეთ ტორტი, ზემოდან კი უკრემო და უშოკოლადო ფენა მოათავსეთ.

ზემოდან მთელი ტორტი ათქვეფილი ნაღებით დაფარეთ და მსხვილად გახეხილი შავი შოკოლადი მოაყარეთ. მოათავსეთ ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით, რომ კარგად გაცივდეს.

ეს არის ყველაფერი, ნიგვზის საოცარი ტორტი მზად არის. ეს დესერტი აღაფრთოვანებს თქვენს სტუმრებს!

რეცეპტი ძალიან კარგია და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც, რომ შეიტყონ ამ შესანიშნავი დესერტის შესახებ.

0 FacebookEmail
previous post
ჰაეროვანი მოხარშული ცომის რეცეპტი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება. რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა.
next post
სურნელოვანი სოუსი სკუმბრიას ნამდვილ დელიკატესად აქცევს.

Related Articles

იტალიელებმა ნამდვილად ბევრი რამ იციან დესერტების შესახებ. ეს...

მაისი 18, 2023

კიევის ტორტზე უკეთესია და თან ადვილად გამოსაცხობი. გავიქეცი,...

მაისი 18, 2023

სურნელოვანი დრესინგის წარმოუდგენელი რეცეპტი, რომელიც ყველა თქვენს მეგობარს...

მაისი 15, 2023

მე ვერ წარმომედგინა ჭარხალი ქაშაყისა და მაიონეზის გარეშე,...

მაისი 15, 2023

მისმა სურნელმა მოიგო ჩემი გული. წარმოუდგენლად გემრიელი ბლინები....

მაისი 15, 2023

მინდა შევაქო ის ადამიანი, ვინც მოიფიქრა ასეთი შესანიშნავი...

მაისი 15, 2023

შვრიის ფაფა + კომბოსტო = გემრიელი განტოლება, რომელიც...

მაისი 11, 2023

ამ ცხარე კერძისთვის სულსაც გაჰყიდით! 😍

მაისი 9, 2023

ზაფხულში ბევრ ალუბალს ვყინავ, რომ მთელი წლის განმავლობაში...

მაისი 3, 2023

ამ დესერტის 3 რეცეპტი მოეწონება ერთდროულად გემრიელი და...

მაისი 3, 2023
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ ლიმონის პლომბირს ჩემი ხელით! 🍋 🍨

  • 2

    დიეტოლოგმა მირჩია ეს კომბოსტოს სალათები. მივირთმევ გარნირის გარეშე ღამითაც კი და კვირაში სამ კილოგრამს ვიკლებ!

  • 3

    ჩემი საფირმო რეცეპტის მიხედვით მომზადებული კიტრი სუფრიდან უფრო სწრაფად მიფრინავს, ვიდრე ხორცი. 🥒😁

  • 4

    ჭამეთ ეს სალათი 3 ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში ზედიზედ და ზედმეტი ფუნტი აორთქლდება!

  • 5

    78 წლის ვარ და კიდევ დიდხანს გავაგრძელებ ცხოვრებას! რეგულარულად ვამზადებ ამ ნაყენს, რომელსაც ვსვამ სიამოვნებით!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა