საცივი
მასალა:
ინდაური ან ქათამი
ნიგოზი 500 გრამი
ხახვი 4-5 თავიზაფრანა 2 ჩ/კ
უცხო სუნელი 4 ჩ/კ
ხმელი ქინძი 2 ჩ/კ
მიხაკი 3-4 ცალი
დარიჩინი 1 ჩ/კ
ნიორი 4 კბილი
ძმარი 1 ს/კ
ნახარში წვენი 10 ჩ/ჭ
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მომზადება
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში შესაწვავად.
ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში.
ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ორჯერ.
ყვითელი ყვავილი(ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავაყაროთ ნიორი, ავურიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.
ყველაფერი ერთად გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
ორი კვერცხის გული გავხსნათ ერთ ს/კ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.