ფინური ტრადიციული კერძი – ორაგულის და ნაღების წვნიანი “ლოხიკეიტო”.

by ekaterine

ორაგულის და ნაღების სუპი ფინური ტრადიციული კერძია. გამოირჩევა მდიდარი გემოთი. ინგრედიენტების ჩამონათვალი 6 პორციაზეა გათვლილი და თითოში 630 კალორიაა, ასე რომ, მას დიეტურს ვერ უწოდებთ. მაგრამ გამონაკლისის სახით შეგიძლიათ დღესასწაულებზე ან ოჯახურ წვეულებებზე გაინებივროთ თავი.

ორაგულის წვნიანი

ინგრედიენტები

ორაგული 600 გრ

კარტოფილი 600 გ

პომიდორი 2 ცალი

ხახვი 1 ცალი

ნაღები 500 მლ

დაფნის ფოთოლი 3 ცალი

წყალი 1.5 ლ

ზეითუნის ზეთი 3 ს.კ.

კარაქი 1 ს.კ.

ოხრახუში 1 კონა

შავი პილპილი გემოვნებით

მარილი გემოვნებით

სტაფილო 1 ც.

მომზადება

სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ხახვი დაჭერით წვრილად და 3 ს.კ. ზეთში მოთუშეთ, რომელსიც შემდეგ წვნიანს მოამზადებთ.

როდესაც ხახვი ოქროსფერს მიიღებს, დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და აურიეთ.

დაასხით 1,5 ლიტრი სუფთა წყალი ბოსტნეულს. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი.  მოაყარეთ მარილი.

ადუღეთ წვნიანი 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ქვაბში დაამატეთ საშუალო ზომის ორაგულის ნაჭრები ან სხვა წითელი თევზი. მოურიეთ წვნიანს და დაამატეთ ხმელი ან ახალი დაჭრილი მწვანილი.

წვნიანს დაამატეთ დაფნის ფოთოლი და ნაღები მაღალი ცხიმიანობით, მოხარშეთ წვნიანი კიდევ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე.

 

Related Articles