სცადეთ მთელი კარტოფილის გამოცხობა ღუმელში. ბევრად საინტერესოა ვიდრე ჩვეულებრივი მოხარშული კარტოფილი. აუცილებლად დაამატეთ ნიორი არომატისთვის.

by ekaterine

დაჭრილი კარტოფილი კარაქით და მწვანილებით, ლანჩისთვის მხოლოდ გემრიელი საზაფხულო კერძია.

კერძი მზადდება ელემენტარული მარტივი ინგრედიენტებისგან, რომლებიც ყველა დიასახლისს აქვს სამზარეულოში.

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

ინგრედიენტები

კარტოფილი 1 კგ

პაპრიკა 1 ჩ.კ

კარაქი 50 გრ

მზესუმზირის ზეთი 1 ს.კ.

კამა 1 კონა

ნიორი3 კბილი.

მარილი,პილპილი გემოვნებით

მომზადება

კარგად გგსუფთავეთ და გარეცხეთ კარტოფილი.

კარტოფილი ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით წყალი. მოხარშეთ 5-10 წუთის განმავლობაში, დამოკიდებულია ზომაზე. სწრაფად მომზადების მიზნით, შეგიძლიათ კარტოფილს დაასხათ მდუღარე წყალი. ნუ დაგავიწყდებათ მარილის დამატება.

როცა მოიხარშება, გადაწურეთ და გააციეთ.

დაამატეთ წითელი პაპრიკა, პილპილი, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი. კარტოფილი შეანჯღრიეთ ისე, რომ სანელებლები თანაბრად გადანაწილდეს.

კარტოფილი გადაიტანეთ პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ მთელი კარტოფილი ღუმელში 200 გრადუსზე 25 წუთი.

მადისაღმძვრელი არომატისგან შეიძლება მუხლებზე დაეცეთ. მაგრამ არ იჩქაროთ გასინჯვა.  მოათავსეთ კარაქი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურში და დაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი. დაასხით კარტოფილს ეს ნივრის სოუსი, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი კამა. თუ მოგწონთ ყველი, მოაყარეთ კარტოფილს გახეხილი ყველი და დატოვეთ ღუმელში კიდევ 3-5 წუთი. ახლა, შეგიძლიათ მიირთვათ ეს მარტივი ფუფუნება.

ასე გამომცხვარი კარტოფილი კონკურენციას უწევს ყველა სხვა რეცეპტს. ულამაზესი და ხრაშუნა კარტოფილი, რომელიც ნებისმიერ კერძთან უგემრიელესია. არ დაიზაროთ და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც.

Related Articles