• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ამის შემდეგ თხელ ლავაშს აღარ შეიძენთ. სულ რაღაც 30 წუთში უგემრიელესი ლავაშის ფირფიტები საფუარის გარეშე მზად გექნებათ.

by ekaterine ივლისი 11, 2020
ივლისი 11, 2020

ლავაშს იყენებენ პურის სახით, ფენოვანი ღვეზელებისთვის, ცივ საუზმეებსა და ლაზანიებშიც კი. ყველას გვიყვარს ცომეული, თუმცა მაქსიმალურად უნდა შევიზღუდოთ თავი საფუვრის ცომის მირთმევისგან, რადგან ის, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან საზიანოა ჩვენი ფიგურისთვის. გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც ადვილია ლავაშის მომზადება სახლში.

ფირფიტები გამოდის ელასტიური, არომატული და ადვილად იხვევა. დაგჭირდებათ მხოლოდ ოთხი ინგრედიენტი. ის ჩვეულებრივი პურის კარგი ალტერნატივაცაა და საუკეთესო მასალა რულეტების მოსამზადებლად.

როგორ მოვამზადოთ ლავაში

ინგრედიენტები

ხორბლის ფქვილი 350 გრ.

ცხელი წყალი 200მლ

ზეთი 2 ს.კ

მარილი 0,5 ჩ.კ.

მომზადება

ფქვილი ჩაყარეთ სუფთა მშრალ ჯამში. შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება.

ჩაასხით მასში ზეთი, დაამატეთ მარილი და ნელ-ნელა ცხელი წყალი. ფრთხილად აურიეთ.

მოზილეთ ცომი ხელით, 4-5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გასქელდება.

 

 

შეახვიეთ ცომი საკვებ ცელოფანში და დატოვეთ 15-30 წუთით.

 

ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით 8-10 ტოლ ნაწილად. თითოეული ნაჭრისგან გააკეთეთ პატარა ფირფიტა, ამოავლეთ ფქვილში და შემდეგ გააბრტყელეთ 1-2 მილიმეტრი სისქის მრგვალი ლავაშის სახით.

დააწყეთ ფირფიტები მორიგეობით, კარგად გაცხელებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე, 20-30 წუთით, ორივე მხარეს.

მზა ფირფიტები დააწყვეთ ერთმანეთზე და დააფარეთ ტენიანი ჩაის ტილო, რომ არ გახმეს.

 

როგორც ხედავთ, მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. შინ გამომცხვარი ლავაში ყოველთვის უფრო გემრიელია, ვიდრე ნაყიდი.  მას არ აქვს საფუარი და მისი შენახვა საყინულეში საკმაოდ დიდხანს შეგიძლიათ.

გამოიღეთ და გაუმასპინძლდით სტუმრებს.

თხელი ლავაში ისე გამოიყენეთ როგორც გსურთ, ჩადეთ მასში სასურველი შიგთავსი ან გამოიყენეთ პურის ნაცვლად.

შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს! ისინიც დააფასებენ ინგრედიენტების ხელმისაწვდომობასა და მომზადების სიმარტივეს.

 

0
FacebookEmail
previous post
სცადეთ მთელი კარტოფილის გამოცხობა ღუმელში. ბევრად საინტერესოა ვიდრე ჩვეულებრივი მოხარშული კარტოფილი. აუცილებლად დაამატეთ ნიორი არომატისთვის.
next post
უნივერსალური და თეთრებად ღირებული “ზურმუხტისფერი სასწაული”, რომელიც ყველაფერს კურნავს. მისი ნიღაბი კი ნამდვილად სასწაულებს ახდენს.

Related Articles

მთავარი ინგრედიენტი განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს გემრიელობას.

მაისი 19, 2022

აუცილებლად სცადეთ კონსერვის მომზადება ამ გზით. იმიტომ რომ...

მაისი 19, 2022

ზომიერად ცხარე, მჟავე და ძალიან გემრიელი. თუ ეძებთ...

მაისი 19, 2022

დანამდვილებით ვიცი, რომ ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი ქიშმიშით შთაბეჭდილებას...

მაისი 15, 2022

დესერტის მომზადებას 30 წუთს ვუთმობ, კომპლიმენტებს კი გაცილებით...

მაისი 15, 2022

ნაყინი “პლომბირი” – ჩემი საყვარელი დესერტი ყველა სეზონზე!

მაისი 15, 2022

ადრე მაღაზიაში ვყიდულობდი, ახლა ჩემით ვამზადებ!

მაისი 13, 2022

როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის...

მაისი 13, 2022

მადისაღმძვრელი ღვეზელი ცხარე შიგთავსით.

მაისი 11, 2022

ასე ვამზადებ ჩილის კეტჩუპით დამარინადებულ კიტრს.

მაისი 11, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 2

    მინუს 9 კილოგრამი თვეში – თქვენი ახალი რეალობა! წარმატების მისაღწევად ნამდვილად ღირს ცდა!

  • 3

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 4

    ყოველ დილით მიირთვით ეს საუზმე და მერწმუნეთ, ერთ თვეში თავს ვერ იცნობთ.

  • 5

    დიდი ხანია ნუთელას სახლში ვამზადებ. ისეთი გემრიელია, ნაყიდისგან ვერ არჩევენ!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC