POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

თქვენი ტრადიციული რეცეპტი აუცილებლად მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. ყველა საჭირო რჩევას ნახავთ მხოლოდ ჩვენთან.

by ekaterine ივლისი 4, 2020
ივლისი 4, 2020

ბორში ხორცის გარეშე

ეს ვარიანტი მოსწონს მას, ვისაც ხორცის გარეშე უყვარს წვნიანი. ძალიან მდიდრული, სურნელოვანი და სქელი კერძია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მე ასე მომზადებული ყველაზე მეტად მომწონს.

ინგრედიენტები

ლობიო 50 გ

სტაფილო 40 გ

ხახვი 30 გრ

ჭარხალი 50 გრ

კარტოფილი 2 ცალი

ტომატის პასტა 1 ს.კ.

შაქარი 1 ჩ.კ.

მარილი გემოვნებით

თეთრი კომბოსტო 40 გრ.

ბულგარული წიწაკა 30 გრ.

მზესუმზირის ზეთი 4 ს.კ.

მწვანილი 1 კონა

ვაშლი( უმჯობესია მჟავე) 30 გ

ყაბაყი 40 გ

მომზადება

ლობიო ღამით დაალბეთ წყალში. შემდეგ მოხარშეთ სრულ მზადყოფნამდე.

გაასუფთავეთ და გარეცხეთ ხახვი, სტაფილო, კარტოფილი და ჭარხალი.

აადუღეთ 1.25 ლიტრი წყალი. კარტოფილი ოთხ ნაწილად დავჭრათ და ჩავუშვათ მდუღარე წყალში.

გახეხეთ სტაფილო და ჭარხალი. ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ შაქარი, ტომატის პასტა და იმდენი წყალი, რომ დაიფაროს  ბოსტნეული და სანელებლები. მოხარშეთ რამდენიმე წუთი და გადაიტანეთ ქვაბში, სადაც კარტოფილია.

დაჭერით ვაშლი და ყაბაყი კუბიკებად და დაამატეთ წვნიანს.

ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და დაამატეთ ბორშს. დაჭერით კომბოსტო და ბულგარული წიწაკა წვრილად და მოხარშულ ლობიოსთან ერთად დაამატეთ, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ კომბოსტო არ დარბილდება. ბოლოს დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ზეთი, ადუღეთ 10-15 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.

ასეთ ბორშს ყველა სიამოვნებით შეჭამს. არასდროს არის ბევრი, ბევრჯერ მიფიქრია დარჩენილი კერძის მაცივარში შენახვაზე, მაგრამ სადილის შემდეგ ქვაბი ცარიელდება.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს, იქნებ მათაც გადახედონ თავის ტრადიციულ რეცეპტს.

0 FacebookEmail
previous post
გემრიელად მომზადებული “დღეგრძელობის ბოსტნეული”. რეცეპტი ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა მასწავლა წლების წინ.
next post
ღირს სცადოთ მინიმუმ ერთხელ და თქვენ სამუდამოდ გახდებით ამ კერძის ერთგული გულშემატკივარი. ენით აუღწერელი გემო და არომატი!

Related Articles

იტალიელებმა ნამდვილად ბევრი რამ იციან დესერტების შესახებ. ეს...

მაისი 18, 2023

კიევის ტორტზე უკეთესია და თან ადვილად გამოსაცხობი. გავიქეცი,...

მაისი 18, 2023

სურნელოვანი დრესინგის წარმოუდგენელი რეცეპტი, რომელიც ყველა თქვენს მეგობარს...

მაისი 15, 2023

მე ვერ წარმომედგინა ჭარხალი ქაშაყისა და მაიონეზის გარეშე,...

მაისი 15, 2023

მისმა სურნელმა მოიგო ჩემი გული. წარმოუდგენლად გემრიელი ბლინები....

მაისი 15, 2023

მინდა შევაქო ის ადამიანი, ვინც მოიფიქრა ასეთი შესანიშნავი...

მაისი 15, 2023

შვრიის ფაფა + კომბოსტო = გემრიელი განტოლება, რომელიც...

მაისი 11, 2023

ამ ცხარე კერძისთვის სულსაც გაჰყიდით! 😍

მაისი 9, 2023

ზაფხულში ბევრ ალუბალს ვყინავ, რომ მთელი წლის განმავლობაში...

მაისი 3, 2023

ამ დესერტის 3 რეცეპტი მოეწონება ერთდროულად გემრიელი და...

მაისი 3, 2023
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ასეთ ნაყინს მაღაზიაში ვეღარ ნახავ. აი რატომ ვაკეთებ ლიმონის პლომბირს ჩემი ხელით! 🍋 🍨

  • 2

    დიეტოლოგმა მირჩია ეს კომბოსტოს სალათები. მივირთმევ გარნირის გარეშე ღამითაც კი და კვირაში სამ კილოგრამს ვიკლებ!

  • 3

    ჩემი საფირმო რეცეპტის მიხედვით მომზადებული კიტრი სუფრიდან უფრო სწრაფად მიფრინავს, ვიდრე ხორცი. 🥒😁

  • 4

    ჭამეთ ეს სალათი 3 ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში ზედიზედ და ზედმეტი ფუნტი აორთქლდება!

  • 5

    ფაიფურივით კანი 40 წლის შემდეგაც. შოკისმომგვრელი განსხვავება პირველი გამოყენების შემდეგ.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა