აღმოსავლეთში მას სცნობენ, როგორც “დღეგრძელობის ბოსტნეული”. რასაკვირველია, ბადრიჯანი შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების მთელს სპექტრს. სამწუხაროა, რომ ახალი ბოსტნეული წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში შეგვიძლია მივირთვათ. შეეცადეთ მოამზადოთ თათრული რეცეპტით გემრიელი ბადრიჯანი, რომ ზამთარშიც გქონდეთ ვიტამინიანი ბომბი.
თათრული ბადრიჯნის სალათი შეგიძლიათ მიირთვათ გარნირი ან როგორც მთავარი კერძი, ძალიან უხდება ხორცსაც.
ბევრს არ მოსწონს ბადრიჯანი მწარე გემოს გამო. გაფცქვენით და ნაჭრები გარეცხეთ გამდინარე წყალში, ან 20 წუთით გააჩერეთ მარილიან წყალში და შემდეგ გარეცხეთ. ასე მტლიანად გაუვა მწარე გემო. მე მეორე ვარიანტს ვირჩევ ხოლმე, თან ერთნაირად იღებს ბოსტნეული მარილს და გემრიელი გამოდის.
ინგრედიენტები
ბადრიჯანი 1 კგ
პომიდორი 1.5 კგ
ბულგარული წიწაკა 6 ცალი.
მზესუმზირის ზეთი 200 მლ
ძმარი 1 ს.კ.
შაქარი 1 ჭიქა.
მარილი 2 ს.კ.
ნიორი 3 კბილი.
წითელი წიწაკა გემოვნებით
მომზადება
გაატარეთ ხორცსაკეპში ნიორი, პომიდორი და წითელი ცხარე წიწაკა. დაამატეთ შაქარი, მარილი და მცენარეული ზეთი. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე.
ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით, ბადრიჯანი – კუბიკებად, წიწაკა – ზოლებად. მდუღარე ტომატის ნარევს დაამატეთ ბოსტნეული, აურიეთ და მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩაასხით ძმარი და ადუღეთ ბოსტნეული კიდევ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
ცხელი სალათი ჩაასხით სტერილურ ქილებში და მოხუფეთ. შეფუთეთ ქილები გაციებამდე.
ბადრიჯნის სალათი შეიძლება იყოს ცხარე, ასე რომ შეცვალეთ წითელი წიწაკის რაოდენობა თქვენი გემოვნებით. ინგრედიენტების შემოთავაზებული რაოდენობით, თქვენ მიიღებთ 2 ლიტრ სალათას. თუ გსურთ მეტი მოამზადოთ, უბრალოდ გაზარდეთ პროდუქტების რაოდენობა პროპორციულად. გემრიელად მიირთვით!