მწვადის სეზონი არ არსებობს. ის ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირად გემრიელია. ზაფხულში შეგიძლიათ ბუნებაში პიკნიკი მოაწყოთ და შუა ტყეში დაანთოთ ცეცხლი, ზამთარში – თბილ ბუხართან მეგობრების წრეში.
თუ თქვენ მწვადის მოყვარული ხართ, გასწავლით როგორ შეწვათ გემრიელი მწვადი ყოველგვარი ხახვის და ძმრის გარეშე.
რეცეპტის მნიშვნელოვანი მხარე მდუღარე წყალშია. ეს ჯერჯერობით საუკეთესო გზაა მარინადის გასაკეთებლად. ფაქტია, რომ მდუღარე წყალი შეიწოვება ხორცში და საშუალებას მისცემს კარგად აიღოს სანელებლების გემო.
ინგრედიენტები
წყალი 250 მლ
მზესუმზირის ზეთი 50 მლ
მარილი გემოვნებით
პილპილი ან წითელი წიწაკა გემოვნებით
გემოვნებით შეგიძლიათ ხარჩოს სუნელი
მომზადება
აადუღეთ წყალი და დაამატეთ სუნელები, მარილი.
ნაზავს დაამატეთ მცენარეული ზეთი და აურიეთ. მოასხით დაჭრილ ხორცს მიღებული მარინადი. კარგად ავურიოთ და გრილ ადგილას 3 საათის განმავლობაში გავაჩეროთ.
გახსოვდეთ, რაც არ უნდა კარგი იყოს მარინადი, მწვადისთვის თქვენ უნდა აარჩიოთ მაღალი ხარისხის და გემრიელი ხორცი. დაჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ისე რომ პროდუქტი თანაბრად მომზადდეს.
სანელებლები ხაზს უსვამს ხორცის გემოს, ხოლო მცენარეული ზეთი ხელს შეუწყობს მის წვნიანობის შენარჩუნებას.