ეს კრემი გამოდგება ყველანაირი ტორტის და ნამცხვრების გასაფორმებლად.

by ekaterine

უნივერსალური კრემი  ტორტებისთვის

ეს კრემი გამოდგება აბსოლუტურად ყველანაირი ტორტისთვის! შეუდარებელია და გემოთი ნაყინ პლომბირს მოგაგონებთ.

ინგრედიენტები

ფქვილი – 1 ჭიქა

ვანილი

შაქარი – 2 ჭიქა

კვერცხის გული – 1

რძე – 3 ჭიქა

კარაქი – 400 გ

მომზადების წესი

2 ჭიქა რძეში გახსენით კვერცხის გული და დადგით დაბალ ცეცხლზე. არ აადუღოთ, მხოლოდ გააცხელეთ. დარჩენილ რძეში გახსენით შაქარი და ფქვილი. შეურიეთ გაცხელებულ რძეს და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. თან ხშირად ურიეთ.

მოხარშული კრემი გააციეთ, დაამატეთ დარბილებული კარაქი, ვანილი და თქვიფეთ გათეთრებამდე. რაც უფრო დიდხანს და კარგად ათქვეფთ, მით გემრიელი კრემი გამოდის. ამიტომ 10 წუთის განმავლობაში მაინც თქვიფეთ. გამოდგება ყველა ტიპის ტორტისთვის.

კრემი გააციეთ მაცივარში.

 

Related Articles