• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ხაჭოს უგემრიელესი რულეტი. მზადდება სწრაფად და ასეთივე სისწრაფით ქრება თეფშებიდან.

by ekaterine ოქტომბერი 18, 2018
ოქტომბერი 18, 2018

ინგრედიენტები:

კვერცხი- 2ც

კაკაო- 2 ს/კ.

შაქარი- 90 გრ.

სახამებელი- 25 გრ.

გამაფხვიერებელი- 0,5 ჩ/კ.

წყალი- 2 ს/კ.

შაქრის პუდრა- 50გრ.

კარაქი- 1 ს/კ.

ფქვილი- 35 გრ.

არაჟანი- 1 ს/კ.

ნაღები- 150 გრ.( 35 %-იანი)

 

მომზადება:

კვერცხს და 60 გრ. შაქარს დაუმატეთ 2 ს/კ. მდუღარე წყალი და ათქვიფეთ სანამ ბეზეს არ დაემსგავსება.

ცალკე აურიეთ ერთმანეთში გამაფხვიერებელი, ფქვილი და სახამებელი, შეურიეთ კოვზით ბეზეში და კარგად აურიეთ.

გაზქურის ტაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დაასხით გამზადებული ცომი და თანაბრად გაშალეთ. 8-10 წთ-ის განმავლობაში 180 გრადუსზე გამოაცხეთ.

გამომცხვარი ცომი ცხელ-ცხელი გადმოიღეთ სუფთა ტილოზე, მოაცილეთ ქაღალდი, დაახვიეთ რულეტივით და დათოვეთ შეგრილებამდე.

ნაღები ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქრის პუდრა, ხაჭო და მიქსერით აურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ფრთხილად გაშალეთ რულეტი, მოათავსეთ მასზე კრემი ( რამოდენიმე კოვზი მოიტოვეთ გასაფორმებლად ) დაახვიეთ რულეტი ფრთხილად.

არაჟანი, 1 ს/კ. კარაქი, შაქარი, კაკაო დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ კარგად და როცა ადუღდება გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტა შეაგრილეთ და მოასხით რულეტს. დარჩენილი კრემით გააფორმეთ შოკოლადი.

რულეტი შედგით მაცივარში რამოდენიმე საათით, რომ კრემი გამაგრდეს და შემდეგ დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.

0
FacebookEmail
previous post
გადააქციეთ თქვენი საუზმე დღესასწაულად
next post
ფრანგული წარმოშობის საოცარი დესერტის ერთი შეხედვით რთული, მაგრამ მარტივი რეცეპტი-“სამფერი შოკოლადის სუფლე”.

Related Articles

პირველ ქილას მეორე დღესვე ვხსნი, რადგან მოთმენის უნარი...

ივლისი 5, 2022

ეს სოუსი უბრალო საჭმელსაც კი კულინარიულ შედევრად გადააქცევს!

ივლისი 5, 2022

გემოს და არომატის ფეიერვერკი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ....

ივნისი 22, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

ივნისი 22, 2022

მდიდარი ნაღებისებრი გემო მაშინვე გაბრუნებს ბავშვობაში, როცა ნაყინი...

ივნისი 20, 2022

ცოტა ხნის წინ გამყიდველმა საბოლოოდ გაამხილა საიდუმლო. ახლა...

ივნისი 20, 2022

გვერდს ვერ აუვლი! უნივერსალური რეცეპტია ნატურალური ჟელეს მოსამზადებლად!

ივნისი 10, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

მას შემდეგ რაც ამ კერძით ვახშმობას დავიწყებ, ვიცი...

მაისი 29, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რომელი გოგო იქნება უფრო ლამაზი, როცა შემოტრიალდება? გააკეთე არჩევანი და გაიგე სრული სიმართლე შენს შესახებ.

  • 2

    სასწაული დიეტა აღმოვაჩინე დღეს, სულ რაღაც 14 დღე და მინუს 7 კილოგრამი

  • 3

    პირველ ქილას მეორე დღესვე ვხსნი, რადგან მოთმენის უნარი არ მაქვს 😂

  • 4

    ჰაეროვანი მოხარშული ცომის რეცეპტი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება. რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა.

  • 5

    ეს სოუსი უბრალო საჭმელსაც კი კულინარიულ შედევრად გადააქცევს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC