ბლინებისთვის საჭიროა:
ხაჭო -400გრ. შაქარი -1 ს/კ.
ქლიავის ჩირი-70 გრ,
ჟოლოს მურაბა- 20 გრ.
ორცხობილას ფხვნილი- 3 ს/კ.
კვერცხი- 1 ც. ფქვილი -100 გრ.
ქიშმიში – 70 გრ.
მზესუმზირის ზეთი- 3 ს/კ.
მარილი და ვანილი გემოვნებით.
ქიშმიშს და ჩირს დაასხით მდუღარე წყალი, დატოვეთ სანამ გაფუვდება. შემდეგ გადაწურეთ. შეურიეთ ჟოლოს მურაბა.
ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და აურიეთ.ზეთის დახმარებით, ცომი ხელზე რომ არ მიგეკრათ გააკეთეთ პატარა გუნდები, მოათავსეთ ფქვილმოყრილ ფიცარზე.
ნაზად გაწიეთ თითო-თითო გუნდა, მოათავსეთ გულსართი, შეკარით და ოდნავ გააბრტყელეთ. ამოავლეთ ორცხობილას ფხვილში და შეწვით ორივე მხარეს მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
ასეთი გემრიელი საუზმე შეგიძლიათ მიირთვათ ჯემთან, არაჟანთან ან სქელ იოგურტთან ერთად. გულსართად გამოდგება ნედლი ან გაყინული კენკრა, ჯემი ან სქელი ვანილის კრემი. თუ გსურთ ბლინები ნაკლებკალორიული გამოვიდეს, გამოაცხეთ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთით.
შეგიძლიათ ბლინებისთვის გამოიყენოთ ნიგვზის გულსართი, რომელიც ასე მზადდება: 450 გრ. ნიგოზი( შეგიძლიათ ნებისმიერი თხილის გამოყენებაც), დახალეთ, გაატარეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 ს/კ თაფლი, 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი, 0,5 ჩ/კ მარილი და ყველაფერი ერთად ათქვიფეთ. მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში, ნებისმიერ დროს შეიძლება ამის გამოყენება.