POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
სილამაზეჯანმრთელობა

ამის წაკითხვის შემდეგ აღარ გადაყრით ფორთოხლის კანს

by ekaterine ოქტომბერი 18, 2018
ოქტომბერი 18, 2018

მილიონობით ადამიანი მსოფლიოში დილას იწყებს ფორთოხლით ან მისი წვენით. ის შეიცავს უამრავ ვიტამინს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენად სასარგებლოა ფორთოხლის კანი და დაუფიქრებლად ვყრით ნაგვის ურნაში.

ნებისმიერი ციტრუსის კანს არანაკლები სასარგებლო თვისება გააჩნია, როგორც მის რბილობს.

ფორთოხლის კანი 90%-მდე ეთერზეთებს შეიცავს, რომელსაც აქვს სასიამოვნო სუნი, გამოიყენება სხვადასხვა ზედაპირების დასუფთავების, დეზინფექციისთვის. ფორთოხლის კანი ითვლება როგორც ანტიბაქტერიული საშუალება. ის კლავს ბაქტერიებს, გამოიყენება ზოგიერთი ლაქის ამოსაყვანად.

როგორც ვიცით, ძმარი ასუფთავებს დაბინძურებულ ზედაპირებს, მაგრამ მისი გამოყენების შემდეგ რჩება უსიამოვნო სუნი. ციტრუსის კანი დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევაში. მოათავსეთ ქილაში ფორთოხლის კანი, დაასხით ძმარი და ერთი კვირის განმავლობაში დადგით თავდახურულ მდგომარეობაში. მიიღებთ ციტრუსის ძმარს, რომელსაც ექნება სასიამოვნო არომატი. გადაწურეთ სითხე სხვა ჭურჭელში და გამოიყენეთ როგორც უნივერსალური გამწმენდი საშუალება.

ციტრუსის კანი ასუფთავებს მინის ჭურჭელს წყლის ლაქებისგან. მოათავსეთ ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ისე გარეცხეთ ჭურჭელი. ასევე შეგიძლიათ ფორთოხლის ქერქი გამოიყენოთ გაზქურის ღუმელის, მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად. თასში მოათავსეთ ფორთოხლის ქერქი დაასხით 1 ჭიქა წყალი და შედგით ღუმელში 7-8 წუთით, შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ჩვრით.

აბაზანის ზედაპირები ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ ფორთოხლის კანით. მასზე ვაყრით მარილს და ამ სკრაბის საშუალებით გავწმენდთ აბაზანას.

სამზარეულოს დაფები, რომლებსაც ვიყენებთ მწვანილის, თევზის, ხორცის დასაჭრელად, აგრეთვე შეგვიძლია გავასუფთავოთ ციტრუსის და მარილის სკრაბით, ეს კარგი სადეზინფექციო საშუალებაცაა. ამის შემდეგ გავრეცხავთ სუფთა წყლით და დავკიდებთ რომ დაიწუროს.

ეთერზეთებს, რომლითაც მდიდარია ფორთოხალი, აქვთ ანტიმიკრობული და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები. ისინი ახდენენ ქოლესტერინის ნეიტრალიზაციას. დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას შეიცავს ციტრუსის კანი, ვიდრე მისი რბილობი. შეიძლება ითქვას, რომ ის ამაღლებს იმუნიტეტს და აქვს ანტიოქსიდანტური თვისება. ფორთოხლის კანის ჩაი არაჩვეულებრივია გაციების დროს და პროფილაქტიკის მიზნით.

თქვენ თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, კარგია მის გასაწმენდად გამოიყენოთ ფორთოხლის კანი. ასევე შველის გამონაყარს. კანი ხდება სუფთა და გლუვი. თუ  გსურთ კბილების გათეთრება, კბილის პასტას დაუმატეთ ცოტაოდენი დაფქვილი ფორთოხლის ქერქი. შეგიძლიათ კბილები გაიწმინდოთ ქერქის შიგნითა მხრიდან. ეს პროცედურა არანაირ ზიანს არ აყენებს კბილებს.

სახლში უსიამოვნო სუნის გასაქრობად გამოიყენეთ ასეთი ნარევი: ორი ფორთოხლის ქერქი, 1 ს/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 კ. მიხაკი და 3 ჩხირი დარიჩინი მოათავსეთ ქვაბში, შეავსეთ წყლით და დაამატეთ 2 ს/კ ძმარი, ადუღეთ მანამ, სანამ სასიამივნო სუნს არ გამოსცემს. ასეთი არომატული და იაფი საშუალება დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის გასაქრობად.

დაიმახსოვრეთ, რომ ციტრუსის კანის გამოყენებამდე, ის კარგად გარეცხეთ, რადგან მოსცილდეს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც იყენებენ მათ უკეთ შესანახად.

0 FacebookEmail
previous post
პროდუქტები, რომლის მეორედ გაცხელება არ არის მიზანშეწონილი
next post
გადააქციეთ თქვენი საუზმე დღესასწაულად

Related Articles

როგორ გავხდეთ ექსპერტი ღორის ქონის არჩევაში.

ოქტომბერი 21, 2022

არაფრის ყიდვა არ გჭირდებათ, ეფექტი კი კორეული კოსმეტიკის...

ოქტომბერი 21, 2022

დედაჩემი ამ სასმელს მიკეთებდა, როცა ბავშვობაში დამახველებდა. უებარი...

ოქტომბერი 20, 2022

გიზიარებთ საიდუმლო სასმელს გაციების დროს, რომელიც უსიამოვნო სიმპტომებს...

ოქტომბერი 8, 2022

ამ ნიღაბმა გადაარჩინა ჩემი თმა გასულ გაზაფხულზე. თმამ...

სექტემბერი 10, 2022

სასარგებლო სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად. სწორედ ეს ინგრედიენტები ასტიმულირებს...

ივლისი 7, 2022

მხოლოდ ამ სასმელის დახმარებით ვებრძოდი არანორმალურ მადას და...

ივლისი 7, 2022

როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო...

მაისი 26, 2022

არასდროს მომწონდა ეს ნაოჭიანი გამომშრალი ხილი… ჯერჯერობით 4...

მაისი 20, 2022

სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3...

მაისი 11, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ვიტამინების ნამდვილი ბომბი! ვიყენებ წელიწადში ორჯერ და პრაქტიკულად ავად აღარ ვხდები.

  • 2

    წონის დაკლების ამ პროდუქტმა შოკში ჩააგდო ქალები მთელ მსოფლიოში! წვავს ცხიმს რამდენიმე დღეში. უკვე გამოვცადე!

  • 3

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 4

    როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო ჩემთვის. ახლაც ვამზადებ, რადგან ის არ ვნებს ფიგურას და გამოდის გასაგიჟებლად გემრიელი! 😍 🍌

  • 5

    ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ კვირაში. სწრაფი და უპრობლემო. 🥧

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა