პროდუქტები, რომლის მეორედ გაცხელება არ არის მიზანშეწონილი

by ekaterine

საქმიანი ქალბატონები შაბათ-კვირას ამზადებენ მრავალფეროვან კერძებს და ინახავენ მაცივარში, რომ სახლში მისვლისას არ მოუწიოთ საათობით სამზარეულოში ტრიალი. ეს კარგი გამოსავალია, მაგრამ არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლის რამოდენიმეჯერ გაცხელება საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

ექიმების მოსაზრებით, კარტოფილის მეორედ გაცხელება იწვევს მასში შემავალი კომპონენტების დაშლას და მათი ორგანიზმში დაგროვება ხშირად იწვევს მოწამვლას.

ქათმის ხორცის და სოკოს ხელმეორედ გათბობა-გაცხელების შედეგად ხდება პროტეინების დაშლა და გარკვეული ქიმიური ნაერთების გათავისუფლება, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს გულსა და ღვიძლზე.

ასევე შეიძლება მოხდეს მოწამვლა კვერცხისა და ჭარხლის რამოდენიმეჯერ გათბობისას. ეს გამოწვეული იქნება მასში შემავალი ნიტრატების დაშლით.

ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია ასევე მიკროტალღური ღუმელის ხშირი გამოყენება. მასში საკვების გაცხელებით ორჯერ მაინც მცირდება მისი კვებითი  ღირებულება. წარმოიქმნება კანცეროგენული ნივთიერებები, რომლებიც იწვევს სიმსივნეს.

შვეიცარიელმა მეცნიერებმა, რომლებმაც სპეციალური კვლევა ჩაატარეს, აღმოაჩინეს, რომ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ხშირად იყენებდნენ მიკროტალღურ ღუმელს, ქოლესტერინის და ლიმფოციტების დონე იზრდებოდა, ჰემოგლობინის დონე კი მცირდებოდა.

თქვენ თუ ზრუნავთ თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე, მოამზადეთ შესანახად ისეთი კერძები, რომელშიც არ გამოიყენებთ ზემოაღნიშნულ პროდუქტებს,  მიკროტალღური ღუმელის გამოყენება შეზღუდეთ, ამით თავიდან აიცილებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს.

Related Articles