• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
საკითხავი

მარტივი ჩვევები რომლებიც დაგვეხმარება ვიყოთ თავდაჯერებულები

by ekaterine ოქტომბერი 18, 2018
ოქტომბერი 18, 2018

ის ვინც თვლის,რომ მაგიდასთან არ არის აუცილებელი ეტიკეტის დაცვა, ძალიან ცდება. სტუმრად ყოფნის დროსაც და სახლშიც სასიამოვნოა თავაზიანი მოქცევა.

მაგიდასთან აუცილებლად უნდა გამორთოთ ტელეფონის ზარი და გადადოთ გვერდზე. პირველობა მიაკუთვნეთ რეალურ და არა ვირტუალურ მოსაუბრეს.

თუ პირველად იმყოფებით სტუმრად რომელიმე ოჯახში ან რესტორანში, საჭიროა გამოიჩინოთ თავაზიანობა მასპინძლების მიმართ მიუხედავად მათი სტატუსისა, სქესისა და ეროვნებისა. არ დაგავიწყდეთ მისალმება და მადლობის გადახდა დიასახლისისთვის ან წვეულების ორგანიზატორისთვის.

ოფიციალურ წვეულებებზე უკეთესია წაისვათ უფერო ან წითელი ფერის ლაქი სხვადასხვა დიზაინის გარეშე. კლატჩი დაიკავეთ მარცხენა ხელში, მარჯვენა ყოველთვის თავისუფალი უნდა იყოს მისალმებისთვის. არ სთხოვოთ მამაკაცს ჩანთის დაჭერა, თ უ ამას აუცილებლობა არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში ბოდიშის მოხდით სთხოვეთ, მაგრამ არ არის აუცილებელი ამის მრავალჯერ გამეორება.

დაელოდეთ სანამ ოფიციანტი ყველას არ მოუტანს შეკვეთას, არ არის მიზანშეწონილი პირველმა დაიწყოთ ჭამა. თუ რომელიმე კერძთან ახლოს ხართ, ჯერ შესთავაზეთ სხვებს და შემდეგ საკუთარ თავს, თუ თქვენი სასურველი კერძი შორს არის, არ გადასწვდეთ, სთხოვეთ ვინმეს მოგაწოდოთ.

ჩანგალი, დანა, კოვზი, ხმარების შემდეგ მოათავსეთ თქვენს თეფშზე და არა მაგიდაზე, ასევე დაუშვებელია ამ ნივთების ხელში დაკავება ლაპარაკის დროს. თუ ხელსაწმენდი დაგივარდათ, შეგიძლიათ თვითონ აიღოთ, მაგრამ თუ დანა ან ჩანგალი დავარდა, სთხოვეთ ოფიციანტს მისი აღება.

რესტორანში არ არის მიზანშეწონილი ოფიციანტს თქვენ თვითონ მიაწოდოთ თეფში, არც ის, რომ გამოართვათ სადილის თეფში და თქვენ მოათავსოთ მაგიდაზე. ეს დამაბნეველია მისთვის და შეიძლება სხვა სტუმრებისთვის ხელისშემშლელიც აღმოჩნდეს.

მაგიდასთან თავის მოწესრიგება, მიუხედავად იმისა რა ფირმის პარფიუმერიას ხმარობთ, ეტიკეტში არ ჯდება. ამისთვის გამოიყენეთ საპირფარეშო.

არა მარტო საზოგადოებაში, სახლშიც საჭიროა წესების დაცვა. საუზმისას პური დაჭერით ნაჭრებად, არ მოკბიჩოთ. კარაქი მოჭერით, დაიდეთ საკუთარ თეფშზე და ისე გადაუსვით პურს. ასე თავიდან აიცილებთ ნამცეცების დაყრას მაგიდაზე. ჩაის პაკეტი ფინჯნიდან ამოიღეთ კოვზით და არა ხელით, მოათავსეთ ჩაის თეფშზე მარცხენა მხარეს. მარცხნივ შეგიძლიათ დადოთ კანფეტის ქაღალდები, გამოყენებული ჩხირები და სხვა. სტუმრად ყოფნისას თუ თქვენი სადღეგრძელო ისმევა, დაელოდეთ სხვებს და შემდეგ თავად შესვით. არ არის აუცილებელი ჭიქის მიჯახუნება ხმის გამოცემამდე, საკმარისია თვალებში უყუროთ მოსაუბრეს, რომ მიხვდეს თქვენს ყურადღებას.

თუ ყველაფერს ხშირად შეახსენებთ საკუთარ თავს და სისტემატიურად შეასრულებთ, ჩვევაში გადაიზრდება, აღარ გაგიჭირდებათ ეტიკეტის დაცვა მაღალ საზოგადოებაშიც კი. მოგეხსნებათ ყოველგვარი უხერხულობა და უფრო თავდაჯერებული გახდებით.

0
FacebookEmail
previous post
რა თვისებებით გამოირჩევა ყველასთვის საყვარელი ნუგბარი
next post
პროდუქტები, რომლის მეორედ გაცხელება არ არის მიზანშეწონილი

Related Articles

სასარგებლო სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად. სწორედ ეს ინგრედიენტები ასტიმულირებს...

ივლისი 7, 2022

მხოლოდ ამ სასმელის დახმარებით ვებრძოდი არანორმალურ მადას და...

ივლისი 7, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

ეს ხრიკი დედაჩემისგან ვისწავლე. არც კი მეგონა, რომ...

მაისი 23, 2022

არასდროს მომწონდა ეს ნაოჭიანი გამომშრალი ხილი… ჯერჯერობით 4...

მაისი 20, 2022

მე უკვე 60-ის ვარ, მაგრამ სნაიპერის მხედველობა მაქვს!...

მაისი 19, 2022

მოულოდნელი აღმოჩენა. გააოცეთ თქვენი ოჯახი და მეგობრები ასეთი...

მაისი 15, 2022

აი რატომაა მსოფლიო შეპყრობილი ტუალეტის ახალი ტრენდით.

მაისი 11, 2022

სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3...

მაისი 11, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რომელი გოგო იქნება უფრო ლამაზი, როცა შემოტრიალდება? გააკეთე არჩევანი და გაიგე სრული სიმართლე შენს შესახებ.

  • 2

    სასწაული დიეტა აღმოვაჩინე დღეს, სულ რაღაც 14 დღე და მინუს 7 კილოგრამი

  • 3

    პირველ ქილას მეორე დღესვე ვხსნი, რადგან მოთმენის უნარი არ მაქვს 😂

  • 4

    ჰაეროვანი მოხარშული ცომის რეცეპტი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება. რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა.

  • 5

    ეს სოუსი უბრალო საჭმელსაც კი კულინარიულ შედევრად გადააქცევს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC