• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
სილამაზეჯანმრთელობა

რა თვისებებით გამოირჩევა ყველასთვის საყვარელი ნუგბარი

by ekaterine ოქტომბერი 18, 2018
ოქტომბერი 18, 2018

ძველი ექიმები თვლიდნენ, რომ თაფლის დიეტა დღეგრძელობის გარანტიაა. ეს მაღალკალორიული და ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტი 300-მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია გლუკოზა და ფრუქტოზა, რომლებსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ნახშირწყლები ხელს უწყობენ თავის ტვინისა და გულის კუნთის სისხლძარღვების გაფართოებას.

თაფლი მდიდარია ე.წ. ფერმენტული ნივთიერებებით, ვაშლის, ლიმონისა და მჟაუნას მჟავებით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესში და აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის გამოყოფას.

თაფლის მრავალი სამკურნალო თვისება მაგნიუმის მარილების, რკინის, ფოსფორის, კალციუმისა და ვიტამინების „B”, „C”, „Pp” – ს იშვიათი კომპლექსით აიხსნება.

B1, B2, Bb, H და  K3 ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობა თაფლს სკლეროზის სამკურნალო შესანიშნავ საშუალებად აქცევს.

იმ ადამიანებს, რომლებიც უძილობით იტანჯებიან, ექიმი ხშირად ურჩევს ძილის წინ მიიღონ ¼ ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი.

თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ, მეტად მნიშვნელოვან სამკურნალო-პროფილაქტიკურ კურსს ჩაუტარებთ ორგანიზმს. თაფლიანი წყლის დალევა არა ყლუპ-ყლუპად, არამედ ერთბაშადაა რეკომენდებული. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი დალევის დროს კუჭის სფინქტერი ერთბაშად გაიხსნება, სითხე ნაწლავებში გადავა და სწრაფად შეიწოვება სისხლში.

ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ თაფლის წყალხსნარი (ფაქტობრივად, 30%-იანი) შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტურია. თაფლი წყლის სტრუქტურირებას ახდენს, რაც მის სამკურნალო თვისებებს კიდევ უფრო ზრდის. თაფლიანი წყალი ორგანიზმის მიერ სწრაფად და სრულად შეითვისება.

მაინც რა ეფექტი აქვს ას­ეთი ხსნარის მიღებას?
აბალანსებს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა რგოლის ფუნქციას, ამაღლებს იმუნიტეტს;

კარგ შედეგს იძლევა ქრონიკული სურდოსა და ბრონქიტის მკურნალობისას. ხელს უწყობს ფილტვის ალვეოლებში ლორწოს გათხევადებას და ბუნებრივი გზით მის გამოყოფას ნაწლავების მეშვეობით;
თაფლიანი წყალი ნაწლავის ერთგვარ სანაციას ახდენს, ფეკალური მასები იხსნება და გამოიდევნება;
იწმინდება მთელი ორგანიზმი უჯრედულ დონეზე. ნორმალიზდება მსხვილი ნაწლავის ფუნქცია. იზრდება როგორც ანტიბაქტერიული, ასევე ანტივირუსული და ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) ეფექტი;
თაფლიანი წყალი ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენად საუკეთესო საშუალებაა, ეფექტურად ებრძვის დისბაქტერიოზს;

მისი გავლენით ქრება ენურეზი (შარდის შეუკავებლობა). თაფლი ჰიგროსკოპიულია, იკრებს წყალს, ამიტომაც თირკმელები და შარდის ბუშტი ღამღამობით განიტვირთება და ისვენებს.
თაფლიანი წყლით კარგია სახის გაწმენდა. ის კვებავს კანს, სირბილეს, სინაზესა და ხავერდოვნებას ანიჭებს მას. ეს არის ნატურალური კოსმეტიკა, უძველესი და იმავდროულად თანამედროვეც.

ერთი სიტყვით, ეს ფუტკრისგან ნაბოძები ნუგბარი ბავშვებისთვის, მოზრდილთათვის, ხანდაზმულებისთვის- ყველასთვის სასარგებლოა.

უფროს ადამიანს ექიმი ურჩევს მიიღოს დღეში 60-დან 100 გრამამდე თაფლი (უმჯობესია რამოდენიმე მიღებაზე), ბავშვებში ეს დოზა ორჯერ მცირდება.

თაფლი სიფრთხილით გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, განსაკუთრებით ნახშირწყლების ცვლის მოშლისა და დიაბეტის დროს. ამ შემთხვევაში უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის შემცველობა.

 

0
FacebookEmail
previous post
რა სასიკეთო თვისებებით გამოირჩევა ნიორი
next post
მარტივი ჩვევები რომლებიც დაგვეხმარება ვიყოთ თავდაჯერებულები

Related Articles

სასარგებლო სასმელი ორგანიზმის გასაწმენდად. სწორედ ეს ინგრედიენტები ასტიმულირებს...

ივლისი 7, 2022

მხოლოდ ამ სასმელის დახმარებით ვებრძოდი არანორმალურ მადას და...

ივლისი 7, 2022

როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო...

მაისი 26, 2022

არასდროს მომწონდა ეს ნაოჭიანი გამომშრალი ხილი… ჯერჯერობით 4...

მაისი 20, 2022

სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3...

მაისი 11, 2022

დედაჩემის მეგობრის შვილმა ტიბეტიდან დღეგრძელობის საიდუმლო ჩამოიტანა! ბერები...

იანვარი 31, 2022

ეფექტური ცხიმისმწველი კოქტეილი. ჯანჯაფილის, დარიჩინის, წიწაკის და კეფირისგან...

დეკემბერი 30, 2021

ყველა ნაოჭი, ფორები და არათანაბრობა გააქრო. კანი ფაიფურივითაა....

დეკემბერი 10, 2021

ვინ იფიქრებდა, რომ ერბოთი წონაში დავიკლებდი! ეს ჩემს...

ნოემბერი 11, 2021

წონის დაკლების ამ პროდუქტმა შოკში ჩააგდო ქალები მთელ...

ოქტომბერი 22, 2021
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რომელი გოგო იქნება უფრო ლამაზი, როცა შემოტრიალდება? გააკეთე არჩევანი და გაიგე სრული სიმართლე შენს შესახებ.

  • 2

    სასწაული დიეტა აღმოვაჩინე დღეს, სულ რაღაც 14 დღე და მინუს 7 კილოგრამი

  • 3

    პირველ ქილას მეორე დღესვე ვხსნი, რადგან მოთმენის უნარი არ მაქვს 😂

  • 4

    ჰაეროვანი მოხარშული ცომის რეცეპტი, რომელზეც ჩემი ქმარი გიჟდება. რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა.

  • 5

    ეს სოუსი უბრალო საჭმელსაც კი კულინარიულ შედევრად გადააქცევს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC