არომატისა და გემოს შესანიშნავი თაიგული № 1 კერძი გახდება ზამთრის სუფრისთვის.

by ekaterine

ბევრ გამოცდილ დიასახლისს ყოველთვის აქვს თავიანთ არსენალში ყაბაყის კერძის დადასტურებული რეცეპტი. ზოგიერთს კი ერთზე მეტი. მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ეძებს  სრულყოფილად დაბალანსებულ გემოს, ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ.

სრულყოფილად დაზუსტებული პროპორციები საშუალებას გაძლევთ მიიღოთ არომატისა და გემოს შესანიშნავი თაიგული. ყაბაყის, სურნელოვანი წიწაკისა და წვნიანი ზაფხულის პომიდვრის კერძი უბრალოდ მშვენიერია! ტკბილი და მჟავე, ზომიერად პიკანტური და გასაგიჟებლად სურნელოვანი,  № 1 კერძი გახდება ზამთრის სუფრისთვის.

ყაბაყი ბულგარული წიწაკით ზამთრისთვის

ინგრედიენტები

ყაბაყი 3 კგ

ბულგარული წიწაკა 2 კგ

შაქარი 1 ჭიქა

მარილი 4 ს.კ.

პომიდორი 2 კგ

ძმარი 100 მლ

მზესუმზირის ზეთი 1 ჭიქა.

ოხრახუში 1 კონა.

ხახვი 0.5 კგ

ნიორი 5 კბილი

მომზადება

ბულგარულ წიწაკას გამოაცალეთ თესლი, გარეცხეთ, დაჭერით, ასევე ხახვი გარეცხეთ და დაჭერით, ხორცსაკეპში გაატარეთ დაჭრილი ბოსტნეული, ოხრახუში და ნიორი.

გარეცხეთ და პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად დაჭერით ყაბაყი, ყველაფერი ქვაბში ჩაასხით, დაუმატეთ მარილი, შაქარი, ზეთი და დადგით ცეცხლზე, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, ბოლოს ჩაასხით ძმარი, აურიეთ კარგად და ჩაასხით სტერილურ, მშრალ ქილებში. მოხუფეთ, გადმოატრიალეთ ქილები, შეფუთეთ, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.

შესანიშნავად უხდება მოხარშულ კარტოფილს, მაკარონს, ნებისმიერ მარცვლეულს. ისეთი გემო აქვს, რომელიც ხორცის გემოს დაგავიწყებთ! მოამზადეთ – კმაყოფილი დარჩებით. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!

Related Articles