საქონლის ღვიძლი ვენეციურად

by ekaterine

მასალა:

ძროხის ღვიძლი 500 გ

წითელი ხახვი 2 ცალი.

დიდი კონა ოხრახუში

ნივრის 3 კბილი

თეთრი ღვინო 100 მლ

კონიაკი 2 /კ. ლ

კარაქი 2 ს/კ. ლ

ზეითუნის ზეთი 1 ს/კ. ლ

შავი პილპილი ¼ ჩ/კ.

მარილი 1 ჩ/კ.

მომზადება

ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად (ძალიან თხლად არა), მაღალ ცეცხლზე მოშუშეთ 1 ს/კ კარაქთან ერთად.

ნიორი დაჭერით დანით თხლად და ხახვთან ერთად შუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მარილი და პილპილი.

ჩაასხით ღვინო და წამოადუღეთ. ოხრახუში დაჭერით, შეურიეთ ხახვიან მასას და გადმოდგით ცეცხლიდან.

სოუსი მზად არის.

გარეცხეთ ღვიძლი, გააშრეთ და დაჭერით 1,5 სმ-ის ზომის კუბიკებად.

ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და დარჩენილი კარაქი, გავაცხელოთ და ჩავყაროთ დაჭრილი ღვიძლი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ვშუშოთ 2 წთ. შემდეგ ამოვურიოთ და მოვაყაროთ კიდევ მარილი და პილპილი გემოვნებით, შევწვათ კიდევ 2 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ კონიაკი, ამოურიეთ და ნელ ცეცხლზე თავდახურული ამყოფეთ 1-2 წუთის განმავლობაში.

გადმოიღეთ თეფშზე , მოასხით სოუსი და დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!

ამ კერძის მომზადებას დასჭირდება 1 საათი, კალორიულობა კი 100 გრამზე 413 კკალ.

 

Related Articles