სასწაული დიეტა აღმოვაჩინე დღეს, სულ რაღაც 14 დღე და მინუს 7 კილოგრამი

by ekaterine

ვაშლი,ფორთოხალი და კომბოსტო შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საუზმესა და სადილს შორის წასახემსებლად, ასევე საღამოს ხილის სალათის სახით. აღსანიშნავია, რომ ეს პროდუქტები ადგილობრივია და მათი შეძენა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.

საუზმე

ჩაი ან ყავა ცხელ ბუტერბროდთან ერთად: შავი პურის ნაჭერს გადაუსვით თხლად მცენარეული კარაქი, დაადეთ ზემოდან ვაშლის, კომბოსტოს ან ფორთოხლის ნაჭერი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ ტოსტერში ან მიკროტალღურში. ყველი უნდა გადნეს, ცოტა შეაგრილეთ და ისე მიირთვით. საერთოდ არ იკვებოთ ცხელი საჭმელებით, არც ცივი შეიძლება. სასარგებლოა ყველა კერძი იყოს 18-45 გრადუსამდე ტემპერატურის.

ჩაი სასურველია მიირთვათ მწვანე, ყავა დღეში ორ ფინჯანზე მეტი არ შეიძლება. არ იზღუდება მინერალური სასმელები. დღის განმავლობაში არა უმეტეს 2 ლიტრი წყალი აუცილებელია და ერთ მიღებაზე  არ უნდა დალიოთ 2 ჭიქაზე მეტი.

სადილი

სალათი (ოთხი ვარიანტი):
1. კომბოსტო და ვაშლის სალათი, დაბალკალორიული მაიონეზით ან მცენარეული ზეთი.
2.სალათი- კომბოსტო, ფორთოხალი, ბანანი და ვაშლი – ცხიმის გარეშე (ბანანი იგულისხმება დამატებად).
3.250 გრამი დაჭრილი კომბოსტო და50 გრამი გახეხილი საფილო ან ჭარხალი.
4. დაჭრილი კომბოსტო მაიონეზით, ნივრით და სოიოს სოუსით.

მარილი არ არის დამატებული არცერთი სახის სალათაში!

პირველი კერძი (სამი ვარიანტი):

1.ბორშჩი მჭლე ხორცით – შეგიძლიათ დაამატოთ მცენარეული ზეთი – ჩაის კოვზი ნახევარ ლიტრზე.
2. შჩი მჭლე ხორცით- შეგიძლიათ დაამატოთ ერთი კუბიკი ბულიონი ერთ ლიტრზე.
3. ბოსტნეულის სუპი მდნარი ყველით – ლიტრზე 50 გრამი.

 

მეორე კერძი (ოთხი ვარიანტი)

1. მოხარშული ფრინველი კანის გარეშე – 150 გ
2. მოხარშული ან ჩაშუშული თევზი – 150 გ
3. ხაჭოს ან ყველის ნამცხვრები (200 გ)
4. გამომცხვარი კარტოფილი არაჟნით და მწვანილით.

დესერტი – ვაშლის, ფორთოხლის, მსხლის კომპოტი შაქრის გარეშე.

ვახშამი – არა უგვიანეს 3 საათით ადრე ძილის წინ! (4 ვარიანტი)

1. კომბოსტოს ჩაშუშული ხორცის გარეშე (სანელებლები შესაძლებელია).
2. ორი კვერცხის ომლეტი წვრილად დაჭრილი კომბოსტოთი.
3. ორი დიდი ბანანი ან სამი პატარა.
4. ხილის სალათი თაფლით ან ქიშმიშით, შეგიძლიათ იოგურტის დამატებაც.

დაძინებამდე –  1 ჭიქა კეფირი , იოგურტი ან 1 დიდი ვაშლი,  მსხალი ან ფორთოხალი.

 

Related Articles