გამომცხვარი ბოსტნეული ლიმონის მარინადში
ცნობილია, რომ ხორცის კერძები უკეთესად შეიწოვება ორგანიზმში და უფრო ადვილად ითვისება, თუ ბოსტნეულით მიირთმევთ. და თუ ბოსტნეულს გამოაცხობთ, მიიღებთ არა მხოლოდ შესანიშნავი მსუბუქ კერძს, არამედ ჯანსაღსაც.
გამომცხვარი ბოსტნეულის მთავარი საიდუმლო არის ლიმონის მარინადი. იგი სრულყოფილად გამოარჩევს თითოეული ინგრედიენტის გემოს და ასევე ხელს უწყობს ბოსტნეულის ორიგინალური ფერის შენარჩუნებას. მოამზადეთ – თქვენ ნამდვილად არ ინანებთ!
ინგრედიენტები:
ყაბაყი 2 ცალი
პომიდორი 2 ცალი
ბულგარული წიწაკა 1 ცალი
ბადრიჯანი 1 ცალი
წითელი ხახვი 1 ცალი
ნიორი 4 კბილი
ლიმონის წვენი 20 მლ
ოხრახუში 1 კონა
მარილი, შავი პილპილი, ზეითუნის ზეთი გემოვნებით.
მომზადება:
ბოსტნეული დაჭერით მსხვილ ნაჭრებად და მოათავსეთ სასალათეში.
მოაყარეთ მარილი, მოასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ.
გაახურეთ ღუმელი 200 °С-ზე, წაუსვით გამოსაცხობ ფორმას ზეითუნის ზეთი, გადაიტანეთ მასში დაჭრილი ბოსტნეული, დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.
მოხსენით ქაღალდი, ჩართეთ მხლოდ ზედა წვა და დატოვეთ 10 წუთით.
გემრიელია თუ თბილ მიირთმევთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და პილპილი და გემრიელად მიირთვით!