• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

ასეთ კლიარში შეგიძლიათ შეწვათ ნებისმიერი რამ. ვეძებდი მანამ, სანამ ვიპოვე ეს რეცეპტები. სამზარეულო ხრიკები.

by ekaterine მაისი 13, 2020
მაისი 13, 2020

კლიარი თხელი ცომია, რომელშიც ავლებენ პროდუქტებს და წვავენ. კლიარის მოსამზადებლად ერთმანეთში ურევენ კვერცხს, ფქვილს და რძეს ან სხვა სითხეს. კლიარის კონსისტენცია უნდა იყოს თხელი კრემის სისქის. კლიარს ზოგჯერ უმატებენ საფუარს ან სოდას. ზოგიერთი ხორცის ან თევზის კერძის მოსამზადებლად რძეს ცვლის ლუდით.

კლიარში ამოვლებულ პროდუქტებს შეწვის დროს გარშემო თანაბარი ხრაშუნა ფენა უკეთდება. კლიარის უმთავრესი მაჩვენებელი მისი წებოვანი კონსისტენციაა. იმისდამიხედვით თუ რა პროდუქტს ვავლებთ კლიარში, განისაზღვრება მისი სისქე. ამასთან, იგი შეიძლება იყოს როგორც მარილიანი, ასევე ტკბილიც დესერტისთვის. ზოგჯერ კლიარს გემოვნებით შეიძლება დაემატოს სხვადასხვა სანელებელი და მწვანილი.

მომზადების ხრიკები

აურიეთ ყველა ინგრედიენტი კარგად.
გამოაცალკევეთ ცილა და გული, ცილები დაამატეთ შეწვის დაწყებამდე.
კლიარის ჭურჭელი ცივ წყალში ჩადგით.
გაზიან წყალზე მომზადებული უფრო ჰაეროვანი გამოდის.
თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ მოამზადეთ, სასურველია გამოყენებამდე ერთი საათით ადრე.
კლიარის თანაფარდობა პროდუქტებთან, რომლებიც მასში ამოსავლებად გინდათ, უნდა იყოს 1: 1.

პოპულარული კლიარის რეცეპტები

კლასიკური კლიარი

ინგრედიენტები

0.5 ჭიქა წყალი

125 გრ ფქვილი

4 კვერცხი

1 ს.კ. მცენარეული ზეთი

მარილი გემოვნებით

მომზადება

კვერცხები გაყავით გული და ცილა ცალ-ცალკე, ცილა შეინახეთ მაცივარში. ათქვიფეთ გულები, დაამატეთ წყალი და ზეთი. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, აურიეთ ნარევი მიქსერით. ათქვიფეთ ცილა მარილით, სანამ არ გათეთრდება, შეურიეთ დანარჩენ ნარევში. გააციეთ კლიარი და შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ყველიანი კლიარი

ინგრედიენტები

4 ს.კ. ფქვილი

3 ს.კ. მაიონეზი

4 კვერცხი

100 გრ მყარი ყველი

მარილი გემოვნებით

მომზადება

გახეხილი ყველი მაიონეზთან ერთად აურიეთ და დაამატეთ ეს მასა სხვა პროდუქტების ნარევს, მოამზადთ კლასიკური კლიარის მიხედვით.

დესერტის კლიარი

ინგრედიენტები

0.5 ჭიქა ცხიმიანი ნაღები

3 კვერცხის გული

3 ს.კ. ფქვილი

მარილი, შაქარი გემოვნებით

მომზადება

გულები კარგად ათქვიფეთ მარილით, დაამატეთ შაქარი, ათქვიფეთ, დაასხით ნაღები. შემდეგ დაამატეთ ფქვილი ნაწილებად, აურიეთ სანამ არ გახდება გლუვი.

ეს არის ძირითადი რეცეპტები, რომელშიც შეგიძლიათ დაამატოთ სხვა კომპონენტები თქვენი გემოვნებით.

 

0
FacebookEmail
previous post
აირჩიეთ ან ნახევარი ლიტრი იოგურტი ან ამ გემრიელი ღვეზელის ორი ნაჭერი. მე მეორეს ვირჩევ, მაგრამ წონა უცვლელი რჩება. ყველაზე მეტად დესერტის ვარიანტი მომწონს.
next post
გახეხილი ნამცხვარი, რომელიც ყოველთვის გამომდის. მისი ღვთაებრივი სურნელი თავბრუსდამხვევია!

Related Articles

გემოს და არომატის ფეიერვერკი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ....

ივნისი 22, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

ივნისი 22, 2022

მდიდარი ნაღებისებრი გემო მაშინვე გაბრუნებს ბავშვობაში, როცა ნაყინი...

ივნისი 20, 2022

ცოტა ხნის წინ გამყიდველმა საბოლოოდ გაამხილა საიდუმლო. ახლა...

ივნისი 20, 2022

გვერდს ვერ აუვლი! უნივერსალური რეცეპტია ნატურალური ჟელეს მოსამზადებლად!

ივნისი 10, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

მას შემდეგ რაც ამ კერძით ვახშმობას დავიწყებ, ვიცი...

მაისი 29, 2022

თუ თქვენც ისევე გიყვართ მარწყვი, როგორც მე, აუცილებლად...

მაისი 29, 2022

ამ დესერტმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. უფრო უკეთესია, ვიდრე...

მაისი 27, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ტკბილზე მოთხოვნილება ისე გამიქრა, აღარც კი მახსენდება და ვერც კი ვიგრძენი წონაში ისე დავიკელი.

  • 2

    დადასტურდა, რომ სოკოს ძალიან ეშინია ამ ეთერზეთების.

  • 3

    ცხიმის წვა მეხუთე დღიდან იწყება. აუცილებელია საუზმეზე მიირთვათ მხოლოდ ნახევარი…

  • 4

    ტუტოვანი საკვების ტოპ-ათეული, რომელიც ხელს უშლის სიმსუქნეს, ინსულტს და კიბოს!

  • 5

    გაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და არასდროს დამივიწყებთ!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC