გასაკვირი არ არის, რომ ამ დესერტმა მოხიბლა მთელი მსოფლიო! დიდხანს ვეძებდი ამ რეცეპტს!

by ekaterine

როგორია კლასიკური ვენური შტრუდელი ალუბლით? ეს არის მაცდური ღვთაებრივი წითელი შიგთავსი, რომლის დროსაც ალუბალი სრულ ჰარმონიაშია დარიჩინთან. თხელი ფურცლრბის მსგავსი ფენოვანი ცომი, სველი შიგთავსი და გარედან ხრაშუნა, ნაღების კარაქის მსუბუქი გემო, თავზე თოვლივით ფუმფულა თეთრი შაქრის ფენა და არომატი … გასაკვირი არ არის, რომ ამ დესერტმა მოიხიბლა მთელი მსოფლიო!

ინგრედიენტები

ალუბალი 400 გ

შაქარი 400 გ

ხორბლის ფქვილი 300 გრ

კარაქი 75 გ

სიმინდის სახამებელი 3 ს.კ.

დარიჩინი 3 ჩ.კ.

მზესუმზირის ზეთი 3 ს.კ.

ვაშლის ძმარი 0.5 ჩ.კ.

კვერცხი 1 ც.

პურის საფანელი 100 გრ

წყალი 2 ს.კ.

შაქრის ფხვნილი 3 ს.კ.

მარილი 0.25 ჩ.კ.

მომზადება

მოვამზადოთ ალუბლის გულსართი. მოვათავსოთ ალუბალი ტაფაში, მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვადუღოთ.

სახამებელი და წყალი ავთქვიფოთ და ალუბალს მოვასხათ, აურიეთ სანამ ალუბლის წვენი დაიწყებს გასქელებას და ალუბალი შეიძენს პრიალა ბრწყინვალებას. დაელოდეთ ალუბალი რომ გაცივდეს.

ცომის მოსამზადებლად, ფქვილში დაამატეთ მარილი, წყალი, ძმარი, მზესუმზირის ზეთი და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.

ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და მოზილეთ. ცომი გლუვი და ელასტიური უნდა იყოს. მოათავსეთ ცომი თასში, დააფარეთ და გააჩერეთ მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში.

მაგიდაზე გაშალეთ სამზარეულოს პირსახოცი, მოაყაარეთ ფქვილი, მოათავსეთ ცენტრში ცომის გუნდა და დაიწყეთ ფქვილიანი ხელით პირსახოცის სიგრძეზე გათხელება, ცომი გაწელეთ, თუ ნაჩვრეტები გაჩნდება, არ არის პრობლემა, ხელის დაწოლით შეავსეთ, როცა კარგად გაათხელებთ, მოაყარეთ საფანელი, მოათავსეთ გულსართი და გადაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. შემდეგ გადაახვიეთ ცომი რელეტივით და ნაპირები კარგად შეუკარით.

წაუსვით შტრუდელს ზემოდან კვერცხი და გამოაცხვეთ 45 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი. დესერტს ნება დართეთ გაცივდეს და მიირთვით მინიმუმ 20 წუთის შემდეგ. მორთეთ შაქრის ფხვნილით და მიირთვით. მზა შტრუდელის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 3 დღის განმავლობაში.
ყველას, ვისაც უყვარს ტკბილი და მჟავის კომბინაცია, მოეწონება ალუბლის შტრუდელი. ყველაფერი გააკეთეთ რეცეპტის მიხედვით და ისიამოვნეთ გემრიელი დესერტით!

Related Articles