მანდარინიანი ღვეზელი
მასალად საჭიროა: 900 გრ. ხაჭო,
60 მლ. მცენარეული ზეთი,
200 გრ. შაქარი,
200 გრ. ფქვილი,
2 ს/კ სოდა,
1 ქილა დაკონსერვებული ან ცოცხალი მანდარინი,
50 გრ. ნაღები,
4 კვერცხი,
100 გრ. ნაღების კარაქი,
1 პაკეტი ვანილი,
მარილი, ლიმონის ცედრა, 2 ს/კ შაქრის პუდრა
მომზადება
გაწურეთ ხაჭო ისე, რომ დაიყვანოთ 200 გრამამდე, შეურიეთ მცენარეული ზეთი, კვერცხი და შაქარი, ფქვილში აურიეთ სოდა და ჩაასხით მასში.
მანდარინები ცალკე ამოალაგეთ, ხაჭო შეურიეთ ნაღებს, კვერცხი გააცალკევეთ (ცილა და გული ). კარაქი ათქვიფეთ შაქართან, ვანილსა და კვერცხის გულთან ერთად. ცალკე შეურიეთ ცილა, ლიმონის წვენი და ცედრა. ჩაასხით ხაჭოიანი მასა და დაამატეთ მანდარინი. გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსამდე.
26 სმ დიამეტრის ფორმას მოუსვით ცხიმი. ცომი გააბრტყელეთ მრგვლად ისე, რომ ფორმის კედლებს გადაეფინოს, ზემოდან წაუსვით მანდარინის მასა, აცხვეთ 70 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, მოაყარეთ დაფქვილი შაქარი და ისე მიიტანეთ სუფრასთან.