როგორ ვიმკურნალოთ ალერგიული დაავადებების დროს

by ekaterine

ალერგიული დერმატიტის დროს:

 

1)1 ს/კ ნემსიწვერას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ წყლის ორთქლზე 5-7 წუთი, გაფილტრეთ 2-3 ფენა დოლბანდში და მიღებული ნახარში მცირე ხანს კიდევ ადუღეთ. დაიდეთ საფენები დღეში რამდენიმეჯერ ( კარგია ძირმაგარას, დაჩირქების და კანის წყლულების დროს )

 

2)1 ს/კ ჭინჭრის გამომშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და შეფუთული დააყენეთ 1 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. დღეში 2-3-ჯერ დაიდეთ ამ ნაყენში დასველებული საფენები.

 

 

მტვრისმიერი ალერგიის დროს:

 

აიღეთ 5 ს/კ ასისთავა, 4 სკ კრაზანა, 3 ს/კ ბაბუაწვერას ფესვები, 1 ს/კ სიმინდის ულვაში, 4 ს/კ ასკილის ნაყოფი. ასკილი და ბაბუაწვერას ფესვები დაფხვენით ან დანაყეთ. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. 1 სკ ნარევს დაასხით 1,1/4 ჭიქა ცივი წყალი. ერთი ღამე გააჩერეთ მინანქრიან ჭურჭლში. დილით შედგით ცეცხლზე და სანამ წამოდუღდება, გადმოდგით. შეფუთეთ და 4 საათით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ჭიქა, ოღონდ სამ ჯერზე. ნაყენი დალიეთ ჭამამდე, შეინახეთ მაცივარში. მკურნალობის კურსი დაახლოებით 6 თვეა.

 

ჭინჭრის ციების დროს:

 

400 გრ. კაკლის ფოთოლს დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ 15 წუთი. შემდეგ გაფილტრეთ. ნაყენი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში ( ტემპერატურა – 38,5 გრადუსი ) და 15 წუთით შიგ ჩაწექით.

 

ალერგიული კონიუქტივიტის დროს:

 

1)1-2 ჩ/კ ღიღილოს ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და გაფილტრეთ. დაიდეთ თვალებზე ამ ნაყენის საფენები.

 

2) 1 ჩ/კ გულყვითელას ყვავილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და 30-40 წუთით დააყენეთ, შემდეგ გულდასმით გაფილტრეთ. ამ ნაყენით ამოიბანეთ თვალები ან დაიდეთ საფენები.

 

3) გამოწურეთ წვენი სამყურას ყვავილებისა და ფოთლებისგან და დაიდეთ თვალებზე მასში დასველებული საფენები. ეს წვენი გამოგადგებათ თითის ფრჩხილთან დაჩირქების შემთხვევაში და ყურის ანთების დროს (ჩასაწვეთებლად).

 

ფსორიაზის დროს:

 

15 გრ. ორკბილას, 10 გრ. დიდგულას, 15 გრ. კრაზანას, 10 გრ. სიმინდის ულვაშის, 10 გრ. მოცვის ფოთლისა და 10 გრ. შვიტას ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ ნახევარი საათით და გაფილტრეთ, მიიღეთ ჭამამდე და ჭამის შემდეგ ნახევარი ჩაის ჭიქა.

 

ბრონქული ასთმის დროს:

1) 50 გრ. ალთეს (ტუხტი) დაქუცმაცებულ ფესვებს შეურიეთ 60 გრ. ჩვეულებრივი ბეგქონდარა. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3 – 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში. ( ეს ნაყენი მარგებელია ყივანახველისა და ბრონქების ინფექციური დაავადებების დროსაც ).

 

2) 2 ჩ/კ ანისულის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 2 ს/კ 3-4 ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ( კარგია ხველისა და ბრონქიტის დროსაც ).

შეიძლება ანისულის ზეთის გამოყენებაც – დააწვეთეთ შაქრის ნატეხზე 2-3 წვეთი და ისე მიიღეთ.

Related Articles