მასთან ერთად ნებისმიერი წვეულება ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. ფანტასტიურად გემრიელი არაბული “რძის ტორტი”.

by ekaterine

რძის ტორტი, ერთი შეხედვით, ადვილი მოსამზადებელია, მაგრამ გემოვნებით შეუდარებელია. ეს აღმოსავლური ტკბილეული მზადდება უბრალოდ, ყოველგვარი ხრიკების გარეშე,  მშვენიერი შედევრით შეგიძლიათ სტუმრების და ოჯახის წევრების გაოცება. მასთან ერთად ნებისმიერი წვეულება ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.

ინგრედიენტები

კვერცხი4 ც

შაქარი260 გ

მანანის ბურღული 4 ს.კ.

ხორბლის ფქვილი 6 ს.კ.

სახამებელი 1 ს.კ.

გამაფხვიერებელი 2 ჩ / კ

რძე 6 ჭიქა

ვანილის შაქარი 1 ჩ.კ

კარაქი 1 ს.კ.

ნუში 70 გრ

მომზადება

ჩართეთ ღუმელი და გააცხელეთ 180 გრადუსამდე ტემპერატურაზე. ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით 3 ს.კ. შაქართან ერთად დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ჰაეროვანი.

მანანის ბურღულს დაამატეთ, 4 ს.კ. ფქვილი, გამაფხვიერებელი და ნაზად ამოურიეთ ქვემოდან ზევით. დაასხით ნარევი გაცხელებულ ტაფაზე და გამოაცხვეთ ღუმელის შუა თაროზე 25 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი. სანამ ბისკვიტი გამოცხვება, მოხარშეთ დასანამი მასა. აადუღეთ 1 ჭიქა რძე 110 გრ შაქართან ერთად დაამატეთ ვანილი. გადმოიღეთ ცეცხლიდან და დაამატეთ 2 ჭიქა ცივი რძე, აურიეთ. დაასხით მზა ბისკვიტს თანაბრად.

აურიეთ 2 ს.კ. ფქვილი და სახამებელი დიდ თასში, დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და აურიეთ ისე, რომ არ აიკოშტოს. ცალკე აურიეთ 2 ჭიქა რძე ვანილით, 3 ს.კ. შაქარი და 1 ს.კ. კარაქი, ჩაასხით სახამებლიან რძეში და მოხარშეთ სანამ არ გასქელდება.

დაასხით ცხელი კრემი გაჟღენთილ ტორტზე და გააციეთ. მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნუშის ფანტელები და მოაყარეთ ტორტს.

უმჯობესია დესერტი მაცივარში მოათავსოთ 2-3 საათის განმავლობაში, რომ გაგრილდეს. ნუშის ფანტელის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ 100 გრ ქოქოსის ფანტელი, რომელიც ასევე უნდა იყოს მოხალული.

 

Related Articles