“სნიკერსი” გამომცხვარი ბეზეთი

by ekaterine

სნიკერსი

ბისკვიტის მასალა:

6 კვერცხი

12 ს/კ შაქარი

9 ს/კ ფქვილი

6 ს/კ ცხელი წყალი

კვერცხი და შაქარი ვთქვიფოთ, დავამატოთ ცხელი წყალი და ვთქვიფოთ კიდევ 30 წთ, სანამ მასა არ გამყარდება. მიქსერი გამოვრთოთ და ხის კოვზით შევაზილოთ, ფქვილი და ერთი პატარა კაკაო. მასა გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში რომელსაც ჩაფენილი ექნება ქაღალდი. გამოვაცხოთ 35 წთ.

კრემი:

1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
ნახევარი ქილა მოუხარშავი შესქ.რძე
200 გრ კარაქი დაჩა
ვანილი
კარაქი ამოვიყვანოთ კარგად. დავამატოთ შესქელებული რძე, შემდეგ მოხარშული შესქელებული რძე , ბოლოს ვანილი.

მინანქარი:
50 გრ კარაქი
3 ს/კ კაკაო
3 ს/კ შაქარი
3 ს/კ რძე

ბეზე:

4 კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ კარგად, ნელ-ნელა დავამატოთ 200 გრ შაქარი და გამყარებამდე ვთქვიფოთ. გამოვაცხოთ 1 საათი ფორმაზე დაფენილ ცხიმწასმულ ქაღალდზე.
გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. დავნამოთ უნალექო ყავით. წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაფქვილი

კაკალი და თხილი, შუაში მოვათავსოთ გამომცხვარი ბეზე, შემდეგ ისევ კრემი და მოვაყაროთ ისევ კაკალი და თხილი. ბოლოს მოვათავსოთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ თხილი და მოვასხათ მინანქარი.

Related Articles