ხრაშუნა ბურთები არაჟნის სოუსში, ყველასთვის საყვარელი დელიკატესი.

by ekaterine

რა კერძითაც არ უნდა გაანებივროთ ოჯახის წევრები შემწვარი კარტოფილი მაინც პირველ ადგილზეა. შეწვის დროს ამატებენ სოკოს, მწვანილებს, ქათამს და ტკბილ წიწაკასაც კი.

გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო რეცეპტს.

варит картофель

კარტოფილი სოუსში

ინგრედიენტები

კარტოფილი 1.5 კგ

კვერცხი 2 ცალი

არაჟანი 1.5 ს.კ.

ხორბლის ფქვილი 1.5 ს.კ.

მარილი 1 ჩ.კ.

წიწაკა 1 ჩ.კ.

კამა 10 გრ

მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

კარტოფილი გაფცქვენით და გარეცხეთ. მოხარშეთ მარილიან წყალში.

ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი.

тесто для кляра

ამ ნარევს დაამატეთ მარილი და პაპრიკა, წვრილად დაჭრილი კამა. აურიეთ ყველაფერი ჩანგლით, დაამატეთ ფქვილი. აურიეთ ცომი სანამ სქელი არაჟნის სისქის არ იქნება.

картофельные шарики

გააცხელეთ ტაფაში ცხიმი, მოხარშული და გაგრილებული კარტოფილები სათითაოდ ამოავლეთ სოუსში და შეწვით ტაფაში.

შეწვის დროს ატრიალეთ, რომ ყველა მხრიდან გაწითლდეს. მიირთვით თბილი.

жаренный картофель в сметане

 

Related Articles