თქვენ უნდა მიიღოთ ნაზი კრემისებური ფუმფულა კექსი, ხრაშუნა ქერქის ქვეშ.
ინგრედიენტები
კარაქი 225 გ
შაქარი 100 გ
ყავისფერი შაქარი 100 გ
ვანილის შაქარი 1 ჩ.კ
კვერცხი 4 ცალი.
ხორბლის ფქვილი 225 გრ
მიწის თხილი 100 გ
დარიჩინი 1 ჩ.კ.
გამაფხვიერებელი 1,5 ჩ.კ.
მარილი ერთი მწიკვი.
იოგურტი 100 მლ
შაქრის პუდრა გემოვნებით
ნამცხვარი პეჩენია 2-3 ცალი.
მომზადება
დაუყოვნებლივ ჩართეთ ღუმელი გასათბობად (170 გრადუსი). მოხალეთ თხილი მშრალ ტაფაში, რომ ის კიდევ უფრო არომატული გახდეს. გააციეთ და დააბლენდერეთ.
ღრმა თასში მოათავსეთ კარაქი, ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული და იქ დაამატეთ ყველა სახის შაქარი (ჩვეულებრივი, ყავისფერი, ვანილის). ათქვიფეთ და თითო-თითოდ დაამატეთ კვერცხი.
ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და დაქუცმაცებული თხილი. დაამატეთ იოგურტი, აურიეთ. შეურიეთ ორივე ნაზავი.სილიკონის ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ დაფხვნილი პეჩენია. ნაზად ჩადეთ კოვზით მიღებული მასა ფორმაში და გააგზავნეთ გამოსაცხობად 50-60 წუთის განმავლობაში.
გამოიღეთ კექსი ღუმელიდან და დატოვეთ შეგრილებამდე, მაგრამ არა დიდხანს. ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
მშვენიერი კექსია, რომელიც შესანიშნავად უხდება სადღესასწაულო მზადებას! ნუ იდარდებთ, თუ ასეთი ფორმა არ გაქვთ. აგურის სახითაც კარგია, რადგან ძალიან გემრიელი გამოდის. მიეცით მეგობრებს საშობაო განწყობა, გაუზიარეთ რეცეპტი მათაც!