დღეს ბევრი დიასახლისი უარს ამბობს ხილის დაკონსერვებაზე, რასაც დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება. ბევრი მიმართავს ხილისა და ბოსტნეულის გაყინვას. მაგალითად, აიღეთ ატამი. შეგიძლიათ მისგან მოამზადოთ კომპოტი, ჯემი ან მურაბა. შეგიძლიათ უფრო მარტივი გზა აირჩიოთ და, რაც მთავარია, შეინახოთ ყველა ვიტამინი!
ზამთრისთვის ატმის გაყინვა – ორიგინალური დესერტების მომზადების შესაძლებლობა და ხილის მიღება მთელი ზამთარი. მაგრამ ჩვენ შეჩვეული ვართ მარწყვის, ჟოლოს, ლიმნის გაყინვას და ხშირად თავს ვიკავებთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა იგივე გავაკეთოთ ატმის შემთხვევაში. როგორ გავყინოთ ატამი, კანიანად თუ მის გარეშე და სხვა რჩევებზე გესაუბრებით ამ სტატიაში.
მწიფე ხილი იდეალურია, მაგრამ ისინი არ უნდა იყვნენ ძალიან რბილი. ყურადღება მიაქციეთ გემოს, რადგან მას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს. მწარე ან მჟავე ხილის გემო გაყაინვის შემდეგ მხოლოდ გამძაფრდება.
ზოგიერთი ატმიდან შეუძლებელია კურკის ამოღება, თუ კურკიანად გაყინავთ, ის გამწარდება და ვერ გამოიყენებთ.
შეარჩიეთ ისეთი ნაყოფი, რომელიც წვნიანიც არის, ტკბილიც და კურკა და კანი ადვილად სცილდება.
აადუღეთ ქვაბში წყალი. მოამზადეთ ჭურჭელი ყინულიანი წყლით.
ბასრი დანის მეშვეობით გააკეთეთ ატამზე “X” ფორმის ჭრილები.
ჩაყარეთ 4 ცალი ატამი ადუღებულ წყალში და დაიცადეთ 30 წამი. ამოიღეთ ატამი მდუღარედან და გადაიტანეთ გაყინულ წყალში.
მოაცილეთ კანი
დაჭერით ატმები პატარა ნაჭრებად.
აიღეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ მასზე ატმის ნაჭრები ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.
გადააფარეთ ატმის ნაჭრებს საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოთავსეთ პერგამენტის ქაღალდიანად ატმები საყინულეში მთელი ღამით.
გამოიღეთ ხილი საყინულედან მეორე დილით და გადაიტანეთ ატმის ნაჭრები კონტეინერში.
კონტეინერი მოათავსეთ საყინულეში, რომ ზამთარში ატმის ნაჭრები გამოიყენოთ, გემრიელი დესერტების გასაკეთებლად.
ატამი შეიძლება გაალღვოთ ისევე, როგორც ყველა სხვა გაყინული საკვები: ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში. თუ თქვენ აპირებთ ატმის გამოყენებას დესერტის გულსართის დამზადებისთვის, ნუ შეგეშინდებათ მათი გამოყენება გაყინული სახით. თუ თქვენი მეგობრები და ნაცნობებიც დაინტერესდნენ, როგორ უნდა გაყინოთ ატამი, გაუზიარეთ ბმული მათაც.