ტორტი “ქალის კაპრიზი”
შემადგენლობა
ხორბლის ფქვილი 1.5 ჭიქა
შაქარი 1.5 ჭიქა
არაჟანი 1,5 ჭიქა
კვერცხი 3 ცალი
სახამებელი 3 ჩ/კ
სოდა 3 ჩ/კ.
ყაყაჩოს თესლი 0.5 ჭიქა.
კაკალი 0.5 ჭიქა.
ქიშმიში 0.5 ჭიქა
კონიაკი გემოვნებით
კარაქი 200 გ
შესქელებული რძე 380 გ
მომზადება:
ტორტისთვის უნდა გამოცხვეს სამი ფირფიტა ცალ-ცალკე. ამისთვის აურიეთ 0,5 ჭიქა შაქარი, 0,5 ჭიქა ფქვილი, 1 ცალი კვერცხი, 1 ჩ/კ. სახამებელი, 1 ჩ/კ. სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით, 0,5 ჭიქა არაჟანი და რამდენიმე წვეთი კონიაკი.
აურიეთ კარგად. გააკეთეთ სამი ასეთი ნარევი. ერთს შეურიეთ ყაყაჩოს თესლი, მეორეს დაფქვილი ნიგოზი, მესამეს კი ქიშმიში.
თითოეული გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.
კრემისთვით ათქვიფეთ შერბილებული კარაქი და თანდათან დაამატეთ შესქ. რძე (თეთრი ან მოხარშული). ზოგი კარაქის ნაცვლად შაქართან ერთად ათქვეფილ არაჟანს ან ნაღებს იყენებს.
გაციებული ფირფიტები დაკრემეთ, ზემოდან მორთეთ სურვილისამებრ.
შეგიძლიათ ერთ ფენას მოაყაროთ უკურკო ალუბალი. ეს მისცემს შესანიშნავ მომჟავო გემოს. თუ მოგეწონათ რეცეპტი გაუზიარეთ სხვებსაც.