იოგურტის ტორტი არა მარტო გემრიელი, არამედ დაბალ კალორიულია. თუ ფიგურას უფრთხილდებით, გამოიყენეთ უცხიმო იოგურტი და შაქარი შეცვალეთ შაქრის შემცვლელით.
იოგურტის ტორტი ცხობის გარეშე
შემადგენლობა
კივი 6 ცალი
ბანანი 2 ც.
წყალი 0.5 ჭიქა.
იოგურტი 500 მლ
შაქარი 70 გრ
კარაქი 70 გ
ჟელატინი 25 გრ
პეჩენია 200 გ
ლიმონის წვენი 20 გ
მომზადება
დააბლენდერეთ პეჩენია, შეაზილეთ დარბილებული კარაქი და გაშალეთ 22-24 სმ დიაგონალის ფორმაში. შედგით მაცივარში.
ჟელატინი ჩაყარეთ თბილ წყალში, რომ გაფუვდეს.
კივი გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით, ბანანს ქერქი მოაცილეთ და რგოლებად დაჭერით. ხილი მოაყარეთ პეჩენიის მასას ზემოდან.
იოგურტი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, ჟელატინი, აურიეთ და დაასხით ხილს. შედგით მაცივარში სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
ჩვენ გირჩევთ, რომ შემოინახოთ რამდენიმე ნაჭერი კივი, რათა დაამშვენოთ ჩვენი შესანიშნავი ცივი ტორტი. მიირთვით ჭიქა ყავასთან და ისიამოვნეთ! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც.