• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

განსაცვიფრებელი ტორტები ვაფლის ფირფიტებისგან, რომლებზეც დღემდე არ გსმენიათ! ეს ის შემთხვევაა, როცა თვითონ უნდა გადაწყვიტოთ როგორი გემო გსურთ.

by ekaterine აპრილი 25, 2019
აპრილი 25, 2019

ვაფლის ნამცხვარი და შედედებული რძე – უძველესი ტანდემი. ერთდროულად რბილი და ხრაშუნა ვაფლის ტორტი თხილით არის 90-იანების საბავშვო დღესასწაულების ჰიტი.

 

ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი დამოკიდებულია გულსართზე. თვითონ უნდა გადაწყვიტოთ როგორი გემო გსურთ, მარილიანი, ტკბილი, პიკანტური.

ვაფლის ტორტი მოხარშული კრემით

 

შემადგენლობა

8-10 ვაფლის ნამცხვრები

300 მლ რძე

3 კვერცხის გული

2 ს/კ. ფქვილი

ვანილინი გემოვნებით

70 გრ კარაქი

300 გრ მოხარშული შედედებული რძე

მომზადება

ფქვილს მოაყარეთ ვანილი და შეაზილეთ კვერცხის გული, დაასხით რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ და ადუღეთ, რომ გასქელდეს.

როცა ცოტა შეგრილდება, აურიეთ კარაქი. კრემი გააციეთ, დაასხით სგუშონი და ათქვიფეთ.

მზა კრემით შეაერთეთ ვაფლის ფირფიტები და გააჩერეთ 1-2 საათი, რომ კარგად გაუჯდეს. სურვილისამებრ შეგიძლიათ ზემოდან და გვერდებზე მოაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, არაქისი ან თხილი.

 

ვაფლის ტორტი ხაჭო-არაჟნით

 

შემადგენლობა

7-8 ვაფლის ფირფიტა

300 გ ხაჭო ცხიმი 9%

200 გრ არაჟანი 15-20% ცხიმის შემცველობით

100 გ შაქარი

1 გ ვანილი

თხილი, შავი ქლიავი გემოვნებით

მომზადება

ხაჭო, არაჟანი, შაქარი, ვანილი ათქვიფეთ.

აურიეთ კარგად და წაუსვით ფირფიტებს. თხილი და ჩირი დაფქვით ან წვრილად დაჭერით და მოაყარეთ ზემოდან.

 

ვაფლის ტორტი შოკოლადის კრემით

 

შემადგენლობა

8-10 ვაფლის ნამცხვრები

200 გ კარაქი

50 გრ შოკოლადი

2 ს/კ. კაკაოს ფხვნილი

150 გ შაქარი

120 მლ რძე

ნიგოზი გემოვნებით

მომზადება

შაქარი, კაკაო და რძე აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე, როცა შაქარი გადნება, დაამატეთ შოკოლადი, ურიეთ, რომ გადნეს და შეერიოს მასას.

გააციეთ შოკოლადის მასა, შეათქვიფეთ კარაქი, შედგით მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს და გამაგრდეს.

ნახევარი საათის შემდეგ დაკრემეთ ფირფიტები მაცივრიდან გამოღებული კრემით და 1-2 საათის განმავლობაში შედგით ისევ მაცივარში.

ზემოდან მორთეთ ნიგვზით.

 

ვაფლის ტორტი ქაშაყის ფილეთი

 

შემადგენლობა

6-7 ვაფლის ფირფიტა

300 გრ მარილიანი ქაშაყის ფილე

500 გ ქამა სოკო

1 ხახვი

1 სტაფილო

250 გრამი მაიონეზი

100 გრ მაგარი ყველი

2 ს/კ. მზესუმზირის ზეთი

მწვანილი გემოვნებით

მომზადება

სტაფილო ოდნავ მოხარშეთ და გახეხეთ.

სოკო დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. შემდეგ დააბლენდერეთ.

ქაშაყის ფილე ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში.

ვაფლის ფირფიტაზე მოათავსეთ სტაფილოს ნახევარი, წაუსვით მაიონეზი, დაადეთ მეორე ფირფიტა, მოაყარეთ სოკოს ნახევარი და შემდეგ მაიონეზი, მესამე ფირფიტას თევზის ნახევარი და მაიონეზი.

ასე გაიმეორეთ მეორედაც. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი.

 

ვაფლის ტორტი ღვიძლით

 

შემადგენლობა

3 ვაფლის ნამცხვრები

250 გ  ღვიძლი

1 ხახვი

3 მოხარშული კვერცხი

200 გრ მყარი ყველი

150 გრ მაიონეზი

მომზადება

ცალ-ცალკე გახეხეთ კვერცხის გული და ყველი. მოხარშული ღვიძლი ჯანგლით დასრისეთ. ხახვი და ცილა დაჭერით კუბიკებად.

ვაფლის პირველ ფირფიტას წაუსვით ღვიძლი, შემდეგ ხახვი მოაყარეთ, დაადეთ მეორე ფირფიტა, წაუსვით მაიონეზი და მოათავსეთ კვერცხის გული, შემდეგ მესამე ფირფიტას წაუსვით მაიონეზი და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვერცხის ცილა.

 

ვაფლის ტორტი ქათმით და სოკოთი

 

 

შემადგენლობა

5 ვაფლის ნამცხვრები

300 გ შებოლილი ქათამი

250 გ. ქამა სოკო

1 ხახვი

50 გრ კარაქი

150 გრ მყარი ყველი

0.5 კონა მწვანილი

5 მოხარშული კვერცხი

მარილი გემოვნებით

შავი პილპილი გემოვნებით

100 გრ მაიონეზი

მომზადება

დაჭერით ხორცი, სოკო და ხახვი აურიეთ კარაქში და მოშუშეთ.

კვერცხი და ყველი გახეხეთ ცალ-ცალკე. დაჭერით მწვანილი.

ყველის და მწვანილის გარდა, ყველა ინგრედიენტს შეურიეთ მაიონეზი.

ფირფიტებს მონაცვლეობით მოაყარეთ ინგრედიენტები, ზემოდან კი – ყველი და მწვანილი.

 

 

 

 

0
FacebookEmail
previous post
ნაცადი რეცეპტები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
next post
არომატული ნაყენი სამჯერ დღეში – ჰიპერტონიკების სასწრაფო დახმარება!

Related Articles

დანამდვილებით ვიცი, რომ ფხვიერი ხაჭოს ნამცხვარი ქიშმიშით შთაბეჭდილებას...

მაისი 15, 2022

დესერტის მომზადებას 30 წუთს ვუთმობ, კომპლიმენტებს კი გაცილებით...

მაისი 15, 2022

ნაყინი “პლომბირი” – ჩემი საყვარელი დესერტი ყველა სეზონზე!

მაისი 15, 2022

ადრე მაღაზიაში ვყიდულობდი, ახლა ჩემით ვამზადებ!

მაისი 13, 2022

როცა დესერტის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ არის, ყოველთვის...

მაისი 13, 2022

მადისაღმძვრელი ღვეზელი ცხარე შიგთავსით.

მაისი 11, 2022

ასე ვამზადებ ჩილის კეტჩუპით დამარინადებულ კიტრს.

მაისი 11, 2022

თეთრ კომბოსტოს ძმრიან წყალში ვასველებ და შედეგად პიცას...

მაისი 11, 2022

თუ კარტოფილს გავფცქვნი, ჩემი ოჯახი ბლინებს არ დაელოდება....

მაისი 10, 2022

მას შემდეგ, რაც ამ კერძის მომზადება გადავწყვიტე, მაშინვე...

მაისი 10, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    რეგულარულად ვამზადებ და ყველა გიჟდება! მალე მთელი ოჯახი სამზარეულოში შევიკრიბებით!

  • 2

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 3

    მხოლოდ ერთი კოვზი უზმოზე და საღამოს უკვე 2 კგ. ქრება. ეფექტური ლიპოსაქციის მოკლე კურსი.

  • 4

    სამდღიანი დეტოქსის წყალობით დაიკლებთ 3-დან 7 კგ-მდე. 3 დღის შემდეგ სასწორზე ციფრები მახარებს.

  • 5

    ეს რეცეპტი ბოშას მოჰპარა ჩემმა მეგობარმა. ცხარე და უგემრიელეს აჯიკა მოდუღების გარეშე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC