ტორტი “სინაზე” გამოცხობის გარეშე
შემადგენლობა
200 გ ორცხობილა
3 კვერცხი
250 გრ შედედებული რძე
400 მლ რძე
1/2 ჩ/კ. ვანილის შაქარი
200 გ კარაქი
ინგრედიენტები მინანაქრისთვის
4 ს/კ. შაქარი
4 ს/კ. კაკაო
12 ს/კ. რძე
მომზადება
ათქვიფეთ კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე
დაამატეთ რძე, შესქ. რძე და შაქარი. კარგად ათქვიფეთ.
დადგით ცეცხლზე, ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. მომზადებული კრემი გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
მინანქრის მოსამზადებლად აურიეთ შაქარი და კაკაო, დაასხით რძე და აურიეთ ერთმანეთში ყველა ინგრედიენტი.
დადგით ცეცხლზე. ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. 3-4 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
კარაქი დაჭერით და 2 წუთით გააჩერეთ სითბოზე, რომ დარბილდეს. მიქსერის დახმარებით ათქვიფეთ კარაქი.
გაციებულ კრემს შეურიეთ ათქვეფილი კარაქი და კარგად ათქვიფეთ.
ტორტისთვის განკუთვნილ ფორმაში ერთ ფენად დაალაგეთ პეჩენია, დაასხით ზემმოდან კრემი, რომ დაიფაროს, ასე განაგრძეთ, სანამ ორცხობილა არ მორჩება.
ბოლოს დაასხით შოკოლადის მინანქარი და გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 3-4 საათი, კარგია თუ მთელი ღამით დატოვებთ.