ჭამაც და მომზადებაც ერთნაირ სიამოვნებას მანიჭებს!

by ekaterine

ლავაშის რულეტი ღუმელში

ინგრედიენტები:

4 ლავაშის ფირფიტა

1 კგ ხორცის ფარში

400 გრ მყარი ყველი

3 კვერცხი

8 პომიდორი

ახალი მწვანილი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

 

 

ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოშუშეთ ტაფაზე, როცა გამზადდება, გადმოდგით და გააციეთ.

ყველი გახეხეთ, პომიდორი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.

გაშალეთ ლავაშის ფირდიტა, მოათავსეთ ზედ ფარში, ზემოდან მოაყარეთ ყველი, პომიდორი და დაჭრილი მწვანილი.

გადაახვიეთ რულეტი. ასე გაამზადეთ ლავაშის სხვა ფირფიტებიც.

ცხიმწასმულ ფორმაზე დაალაგეთ რულეტები, წაუსვით ზემოდან და გვერდებზე ათქვეფილი კვერცხი, რაც დარჩება ზემოდან მოასხით.

 

შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 15-20 წუთით.

გააციეთ კარგად, დაჭერით პორციებად და მიირთვით გემრიელად!

 

Related Articles