ბევრი დიასახლისი თვლის, რომ ფენოვანი ცომის მომზადებას სჭირდება დიდი დრო და ენერგია. უნდა გათხელდეს ერთხელ, ორჯერ… მაგრამ გასწავლით, როგორ მოამზადოთ 10 წუთში ფენოვანი ცომი.
საკონდიტრო ფენოვანი ცომის მომზადება
შემადგენლობა
200 გ მარგარინი
1 კვერცხი
100 მლ არაჟანი
350 გ ფქვილი
მარილი
მომზადება
მარგარინი და ფქვილი ერთმანეთში ასრისეთ,
კვერცხის გული შეურიეთ მარგარინისა და ფქვილის ნარევს.
ბოლოს დაამატეთ არაჟანი, შეგიძლიათ შეცვალოთ ის კეფირით.
თუ ცომი ძალიან მშრალი გამოვა, დაამატეთ არაჟანი, თუ ხელზე გეკვრებათ, დაუმატეთ ცოტა ფქვილი. ცომი უნდა იყოს ელასტიური.
ცომი მოათავსეთ მაცივარში.
ერთი საათის შემდეგ ამ ცომისგან შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი შედევრები. გაათხელეთ, დაჭერით სამკუთხა ნაჭრებად. თითოეული ამოავლეთ კვერცხის ათქვეფილ ცილაში და შაქრის ფხვნილში. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხეთ სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
შეგიძლიათ ამ ცომით მოამზადოთ ღვეზელი ხორცით, ყველით, ბოსტნეულით, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია, რომ ეს ცომი მზადდება სწრაფად და უხდება ნებისმიერ გულსართს.