• კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარიასაკითხავი

ვიტამინების რეკორდსმენი – ავოკადოს სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციით შექმნით კულინარიის ნამდვილ შედევრებს.

by ekaterine მარტი 19, 2019
მარტი 19, 2019

ყველას გვსმენია ავოკადოს სასარგებლო თვისებების შესახებ. დღეს მას ყველა სუპერმარკეტში შეხვდებით, 5 წლის წინ კი ეგზოტიკურ ხილად მიიჩნეოდა. მისი გამოყენება ყველამ არ იცის. ზოგი კოვზით მიირთმევს, მარილს აყრიან და ლიმონს აწურავენ და ისე მიირთმევენ. ყველაზე გემრიელი მისი სალათებში დამატებაა სხვადასხვა ინგრედიენტებთან ერთად.

 

ავოკადო შეიცავს 77% ცხიმს, მის სალათებში ცხიმის დამატება საჭირო არ არის. მხოლოდ უნდა შევურჩიოთ სასარგებლო და დაბალკალორიული ინგრედიენტები.

სალათი პომიდვრით 

ავოკადო მნიშვნელოვნად ზრდის კაროტინიოიდების შთანთქმას, ამიტომ უნდა დაამატოთ ბეტა კაროტინის და  სხვა ანტიოქსიდანტების შემცველი ნათელი ინგრედიენტები, ეს არის პომიდორი, მანგო, სტაფილო და სხვა პროდუქტები.

პომიდვრით და ხახვით

 

შემადგენლობა

1 ავოკადო

0,25 ხახვი

2 პომიდორი

2 კბილი. ნიორი

1 ს/კ.  ლიმონის წვენი

2 ს/კ. ზეითუნის ზეთი

20 გრ ქინძი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

ავოკადო და პომიდორი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. ხახვი დაჭერით მრგვლად და 15 წუთით გააჩერეთ ლიმონის წვენში.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ, დააჭერით ქინძი, ნიორი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით ზეითუნის ზეთი.

სალათი კვინავათი და ისპანახით

 

 

შემადგენლობა

0.5 ჭიქა კვინავას თესლი

1 ავოკადო

50 გრ ნედლი ისპანახი

2 პომიდორი

1 კბილი ნიორი

1 კონა მწვანე ხახვი

2 ს/კ. ღვინის ძმარი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

 

კვინავა მოხარშეთ., გადაწურეთ და ჩააჭერით ისპანახი, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი, მოასხით ძმარი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დააჭერით კუბიკებად ავოკადო, აურიეთ და გააციეთ მაცივარში.

კვერცხით და არგუულათი

 

შემადგენლობა

1 კონა არგუულა

100 გ პომიდორი ჩერი

1 ავოკადო

2 კვერცხი

2 ჩ/კ. სელის თესლი

3 ს/კ. ზეითუნის ზეთი

1 ს/კ. ბალზამიკო

1 ჩ/კ. ზღვის მარილი

შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

კვერცხი ადუღეთ 5 წუთი. გული არ უნდა იყოს ძალიან მაგრად მოხარშული.

გარეცხეთ და გააშრეთ პომიდორი და არგუულას მწვანილი. ავოკადო დაჭერით ზოლებად.

პომიდორი გაჭერით შუაზე, კვერცხი დაჭერით ოთხად, ყველაფერი მოათავსეთ თეფშზე, მოაყარეთ სანელებლები, მოასხით ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი.

სალათი ზღვის პროდუქტებით 

მსუბუქი სალათი ავოკადოს და ზღვის პროდუქტების კომბინაციით შესანიშნავი კერძია. ავოკადოს ცხიმი შესანიშნავად ერწყმის ზღვის პროდუქტების გემოს.

დამარილებული წითელი თევზი და სეზამი

 

შემადგენლობა

100 გრ დამარილებული წითელი თევზი

2 ჩ/კ. სეზამის თესლი

1 ჩ/კ. მზესუმზირის თესლი

1 ავოკადო

100 გ პომიდორი ჩერი

1 კონა ნებისმიერი მწვანე სალათი

1 კონა ახალი ქინძი

2 ს/კ. ლიმონის წვენი

2 ს/კ.ზეითუნის ზეთი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით კუბიკებად წითელი თევზი და ავოკადო. პომიდორი გაჭერით შუაზე.

სალათის ფოთლებზე მოათავსეთ დაჭრილი ინგრედიენტები, მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაჭრილი ქინძი, დაფქვილი თესლი.

კრევეტებით და პომიდვრით

 

შემადგენლობა

0,25 წითელი ხახვი

1 ავოკადო

1 პომიდორი

400 გ მოხარშული კრევეტები

1 პატარა წიწაკა ჩილი

1 კონა ქინძი

1 ს/კ. ზეითუნის ზეთი

2 ლიმონი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

ხახვი დაჭერით და მოასხით 2 ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი. დატოვეთ 10-15 წუთი ოთაახის ტემპერატურაზე.

დაჭერით ყველა ინგრედიენტი და აურიეთ სასალათეში, მოასხით ხახვი მარინადთან ერთად.

სუფრაზე მიიტანეთ სალათის ფოთლებთან ერთად.

შემწვარი კრევეტებით და სიმინდით

 

შემადგენლობა

2 პომიდორი

2 ავოკადო

400 გ შემწვარი კრევეტები

1 ახალი კიტრი

0.5 ხახვი

1 ჭიქა დაკონსერვებული სიმინდი

1 კონა ნებისმიერი მწვანე სალათი

1 კონა ქინძი

2 ს/კ. ლიმონის წვენი

1 ს/კ. ზეითუნის ზეთი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

დაჭერით ქინძი და ნახევარი ხახვი, მოასხით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი.

დაჭერით ავოკადო, პომიდორი, კიტრი, მოაყარეთ სიმინდი და მოასხით მომზადებული მარინადი.

სალათი ხილით

მარწყვით და ყველით

 

შემადგენლობა

200 გრ მარწყვი

1 ავოკადო

2 ს/კ. დაჭრილი ნიგოზი

100 გ  ყველი

1 ჩ/კ. მშრალი ტარხუნა

1 ს/კ. ვაშლის ძმარი

1 ს/კ. ზეითუნის ზეთი

მარილი გემოვნებით

მომზადება

ერთმანეთს შეურიეთ ძმარი და ზეითუნის ზეთი, დაამატეთ ტარხუნა და მარილი.

დაჭერით ავოკადო, მარწყვი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი, გახეხილი ყველი. ორივე მასა ერთმანეთში აურიეთ.

სალათი ანანასით და მანგოთი

 

შემადგენლობა

1 მანგო

1 ავოკადო

1 ჭიქა ახალი ან დაკონსერვებული ანანასი

1 ფორთოხალი

100 მლ ბუნებრივი იოგურტი

მომზადება

დაჭრილი ხილი აურიეთ იოგურტში, გააციეთ მაცივარში და ისე მიირთვით.

სალათი გრეიფრუტით

 

შემადგენლობა

 

1 ავოკადო

1 გრეიფრუტი

0.25 ჭიქა ქიშმიში

1 კონა ნებისმიერი მწვანე სალათი

2 ს/კ. მზესუმზირის თესლი

0.5 ლიმონი

მარილი გემოვნებით

მომზადება

ქიშმიში 10 წუთით გააჩერეთ მდუღარე წყალში გასაფუებლად.

გრეიფრუტს მოაცილეთ კანი, გაასუფთავეთ თეთრი ნაწილისგან, დაჭერით ავოკადო, გრეიფრუტი, ხელით დახიეთ სალათის ფოთლები, ერთმანეთში აურიეთ, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მზესუმზირის თესლი, მარილი.

ავოკადო შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს და აღარ არის საჭირო სალათებში ბევრი ცხიმის დამატება. ავოკადოს სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციით შექმნით კულინარიის ნამდვილ შედევრებს. მნიშვნელოვანია ავოკადო იყოს მწიფე, რომ მთლიანად შეიგრძნოთ მისი გემო და აარომატი.

მოგეწონათ რეცეპტები? გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და შთაბეჭდილებებს ველოდებით კომენტარებში.

 

0
FacebookEmail
previous post
5 ფიტნეს-სალათის მარტივი და მრავალფეროვანი რეცეპტი! გახდომა შიმშილის გარეშე!
next post
ფენოვანი ცომის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 10 წუთი!

Related Articles

გემოს და არომატის ფეიერვერკი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ....

ივნისი 22, 2022

გურმანები ამატებენ სანელებლებს, ლიქიორებს და მარილსაც კი. მაგრამ...

ივნისი 22, 2022

მაღაზიაში ნაყიდი ნაყინის ჯანსაღი ალტერნატივაა.

ივნისი 22, 2022

მდიდარი ნაღებისებრი გემო მაშინვე გაბრუნებს ბავშვობაში, როცა ნაყინი...

ივნისი 20, 2022

ცოტა ხნის წინ გამყიდველმა საბოლოოდ გაამხილა საიდუმლო. ახლა...

ივნისი 20, 2022

გვერდს ვერ აუვლი! უნივერსალური რეცეპტია ნატურალური ჟელეს მოსამზადებლად!

ივნისი 10, 2022

მარწყვის გამხმარი ყუნწები უფრო ღირებულია ვიდრე თავად კენკრა:...

ივნისი 4, 2022

მას შემდეგ რაც ამ კერძით ვახშმობას დავიწყებ, ვიცი...

მაისი 29, 2022

თუ თქვენც ისევე გიყვართ მარწყვი, როგორც მე, აუცილებლად...

მაისი 29, 2022

ამ დესერტმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. უფრო უკეთესია, ვიდრე...

მაისი 27, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ტკბილზე მოთხოვნილება ისე გამიქრა, აღარც კი მახსენდება და ვერც კი ვიგრძენი წონაში ისე დავიკელი.

  • 2

    დადასტურდა, რომ სოკოს ძალიან ეშინია ამ ეთერზეთების.

  • 3

    ცხიმის წვა მეხუთე დღიდან იწყება. აუცილებელია საუზმეზე მიირთვათ მხოლოდ ნახევარი…

  • 4

    გაწურეთ ლიმონი, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და არასდროს დამივიწყებთ!

  • 5

    ტუტოვანი საკვების ტოპ-ათეული, რომელიც ხელს უშლის სიმსუქნეს, ინსულტს და კიბოს!

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC