POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარიასაკითხავი

5 ფიტნეს-სალათის მარტივი და მრავალფეროვანი რეცეპტი! გახდომა შიმშილის გარეშე!

by ekaterine მარტი 19, 2019
მარტი 19, 2019

წონაში დასაკლებად აუცილებელია რაციონის შეცვლა და რამოდენიმე კვირაში მთლიანად გარდაიქმნება თქვენი სხეული.

 

შემოგთავაზებთ რამოდენიმე სალათის რეცეპტს, რომლებიც შეიცავენ ინგრედიენტებს სწორი გლიკემიური ინდექსით. თქვენ არ იფიქრებთ, თუ რა რაოდენობით მიირთმევთ, სალათები ძალიან დაბალკალორიულია და შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ. მათი დამსახურებით თავს დანაყრებულად იგრძნობთ და შიმშილი დიდი ხნით არ შეგაწუხებთ.

 

დიეტური გასახდომი სალათები

კრაბის სალათი

 

შემადგენლობა

200 გ კრაბის ჩხირები

3 კვერცხი

1 დიდი კიტრი

1 კონა მწვანე ხახვი

ბუნებრივი იოგურტი

მომზადება

მშრალი კრაბის ჩხირები დაჭერით კუბიკებად.

მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით.

დაკეპეთ ხახვი და დაჭერით უბიკებად კიტრი.

მოასხით სალათს იოგურტი და აურიეთ.

 

მარილის დამატება არ არის საჭირო, თუ სურვილი გაქვთ იოგურტი შეცვალეთ დიეტური მაიონეზით, გემრიელი და ნაზი გამოვა.

ვენური სალათი

 

შემადგენლობა

400 გ ქათმის ფილე

1 კონა ქინძი

1 კონა ნიახური

200 გ მზა ბრინჯი

2 დიდი ბულგარული წიწაკა

2 მანდარინი

კარის სოუსი გემოვნებით

მომზადება

გარეცხეთ და დაჭერით ბულგარული წიწაკა და ნიახური.

გაფცქვენით მანდარინი და დაჭერით თითოეული ლებანი კუბიკებად.

მოხარშეთ ბრინჯი, დაჭერით ქინძი და დაუმატეთ სალათს.

მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით, ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში და მოასხით კარის სოუსი.

 

მოხარშული ქათმის ფილე შეგიძლიათ შეცვალოთ შებოლილით. სოუსი მოამზადეთ იოგურტით ან დიეტური მაიონეზით.

ტკბილი დიეტური სალათი

 

შემადგენლობა

2 დიდი ბანანი

2 ტკბილი მაგარი ვაშლი

3 მანდარინი

არაჟანი 10% ცხიმის შემცველობით

50 გრ ნიგოზი

მომზადება

ვაშლი და ბანანი გასუფთავეთ დ დაჭერით კუბიკებად.

მანდარინს მოაცილეთ ქერქი და დააცალკევეთ. ნიგოზი მოხალეთ ტაფაზე.

ყველაფერიერთად აურიეთ და მოასხით არაჟანი.

ფენოვანი სალათი

 

 

შემადგენლობა

2 კვერცხი

1 დიდი ხახვი

1 სტაფილო

0.5 ტკბილი მაგარი ვაშლი

დაბალ ცხიმიანი ყველი

2 კბილი ნიორი

მომზადება

ვაშლს მოაცილეთ კანი და გახეხეთ. სტაფილო და კვერცხიც გახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე.

ხახვი და ნიორი დაჭერით ან დააბლენდერეთ.

ჯერ მოათავსეთ სასალათეში ხახვის ფენა, შემდეგ ვაშლი, კვერცხი, სტაფილო ნივრით, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. სალათი მიირთვით იოგურტით ან მაიონეზით.

 

კომბოსტოს სალათი

 

შემადგენლობა

300 გ ქათმის ფილე

400 გ თეთრი კომბოსტო

1 დიდი კიტრი

დაბალცხიმიანი იოგურტი მოსასხმელად.

მომზადება

დაჭერით კომბოსტო გრძლად. კიტრი დაჭერით კუბიკებად.

ქათმის ფილე მოხარშეთ წყალში ან ორთქლზე და დაჭერით კუბიკებად. სალათს მოასხით იოგურტი.

 

კომბოსტო აჩქარებს მეტაბოლიზმს და წმენდს ორგანიზმს.

მნიშვნელოვანია, რომ დიეტა იყოს სასიამოვნო და კომფორტული.

გახსოვდეთ, რომ ყველა დიეტა ინდივიდუალურია. თანამედროვე დიეტოლოგია გვთავაზობს მრავალფეროვან კვების სისტემას. აირჩიეთ თქვენზე მორგებული დიეტა და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. გისურვებთ წარმატებებს!

0 FacebookEmail
previous post
შეავსეთ ქილა მცენარეული ზეთით და იასამნის ყვავილებით, შველის ხერხემლის, მუხლების ტკივილს, უებარია რევმატიზმის, რადიკულიტის დროს…
next post
ვიტამინების რეკორდსმენი – ავოკადოს სხვა ინგრედიენტებთან კომბინაციით შექმნით კულინარიის ნამდვილ შედევრებს.

Related Articles

ბავშვობის საყვარელი გემო! ❤️🤤

მარტი 14, 2023

აუცილებელი დესერტი აღდგომისთვის, რომელსაც ბებიაჩემის რეცეპტის მიხედვით ვამზადებ....

მარტი 14, 2023

სამზარეულოში ყოველთვის მაქვს ვაფლის ფირფიტების შეკვრა იმ შემთხვევისთვის,...

თებერვალი 16, 2023

ელექტროენერგიის გათიშვა არ არის საბაბი, რომ საკუთარ თავს...

თებერვალი 16, 2023

როდესაც ჯიბეებში ქარი გიქრის, ეს რეცეპტი ნამდვილად გამოგადგება!...

თებერვალი 16, 2023

ჩემი ბედნიერი ქორწინების საიდუმლო: სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გემრიელი...

თებერვალი 16, 2023

ახლა კარაქის ნაცვლად ცომს სულ სხვა ინგრედიენტს ვუმატებ....

თებერვალი 14, 2023

ჩემი ბავშვები მხოლოდ ასეთ ხაჭოს ჭამენ. მეგობრების ბავშვებმაც...

თებერვალი 14, 2023

უკვე უდავოა, რომ ეს პროდუქტი ყველაზე ჯანსაღად მიიჩნევა....

თებერვალი 14, 2023

ასე ამზადებდნენ ბებიაჩემი და დედაჩემი. რეცეპტი ბავშვობიდან! 📝

თებერვალი 14, 2023
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ვიტამინების ნამდვილი ბომბი! ვიყენებ წელიწადში ორჯერ და პრაქტიკულად ავად აღარ ვხდები.

  • 2

    წონის დაკლების ამ პროდუქტმა შოკში ჩააგდო ქალები მთელ მსოფლიოში! წვავს ცხიმს რამდენიმე დღეში. უკვე გამოვცადე!

  • 3

    ამიერიდან დავაკვირდები მარილის თითოეული შეფუთვის შემადგენლობას. სიურპრიზების მეშინია.

  • 4

    როდესაც დიეტაზე ვიყავი, ეს დესერტი ნამდვილი ხსნა იყო ჩემთვის. ახლაც ვამზადებ, რადგან ის არ ვნებს ფიგურას და გამოდის გასაგიჟებლად გემრიელი! 😍 🍌

  • 5

    ამ გემრიელ აკორდეონს ვაშლთან ერთად მესამედ ვამზადებ ერთ კვირაში. სწრაფი და უპრობლემო. 🥧

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა