მოამზადეთ გემრიელი შოკოლადი სპეციალური რეცეპტით!

by ekaterine

სახლში მომზადებული შოკოლადი არა მარტო სასარგებლო და გემრიელია, არამედ გაცილებით იაფიც.

მისი მომზადება რთული სულაც არ არის.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მოგეწონებათ ამ რეცეპტის მიხედვით დამზადებული შოკოლადი. ამაში დარწმუნდებით, თუ მოამზადებთ.

შემადგენლობა:

კაკაოს ფხვნილი – 5 ს/კ.

შაქარი – ექვსი ან რვა ს/კ.

კარაქი – ორმოცდაათი გრამი

რძე – ხუთი ს/კ.

ხორბლის ფქვილი – ერთი ჩაის კოვზი

კაკალი – გემოვნებით. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება მის გარეშეც

ვანილის შაქარი – მეოთხე ჩ/კოვზი

სახლში მომზადებული შოკოლადი

ქვაბში ჩაასხით ერთი კოვზი რძე, დაამატეთ შაქარი და კაკაო, კარგად აზილეთ და შემდეგ დარჩენილი რძეც დაამატეთ.

 

საშუალო ცეცხლზე წამოადუღეთ, თან ურიეთ, რომ არ მიიწვას.

ამის შემდეგ ჩააგდეთ კარაქი, დაუწიეთ ცეცხლს მინიმალურამდე და ადუღეთ შოკოლადი.

როცა ადუღდება, გადმოვდგათ და დავაცრათ ფქვილი, კარგად გავხსნათ ფქვილი, რომ არ აიკოშტოს.

 

ამის შემდეგ ისევ წამოვადუღოთ, ისევ გადმოვდგათ და შევაგრილოთ.

თბილ მასაში ავურიოთ ვანილი და კარგად შევაზილოთ.

მაცივრის ყინულის ფორმას წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ შოკოლადის მასა.

 

სანამ ჩაასხავთ, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი კაკალი და შედგით მაცივარში.

გილოცავთ! თქვენ მოამზადეთ ნამდვილი შოკოლადი!

მიირთვით ყავასთან ან ჩაისთან ერთად!

Related Articles