ულამაზესი ტორტი “ლატე მაჩიატოს გემო”.

by ekaterine

“ლატე მაჩიატო”

 

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

4 კვერცხი

მარილი დანის წვერით

150 გრ. შაქარი

80 გრ ფქვილი

1.5 ს/კ. კაკაო

2 ს/კ. კარაქი

2 ს/კ. წყალი

1/2/კ. საცხობი ფხვნილი

კრემისთვის:

200 გრ. ძალიან რბილი კარაქი

1/2 ჭიქა შაქრის პუდრა

2 ჭიქა ფხვნილი რძის (არა გრანულირებული!)

400 გრ. ხაჭო

დასანამად:

300 მლ მომზადებული ყავა ესპრესო

100 მლ ბეილისის ლიქიორი

დამატებით:

1,5 შეკვრა მრგვალი პეჩენია

კაკაო

როგორ მოვამზადოთ ტორტი “ლატე მაჩიატოს გემო”

1 ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად, 7 წუთის თქვეფის შემდეგ დაამატეთ კარაქი და წყალი. შმდეგ ფქვილი, კაკაო, საცხობი ფქვნილი და კვლავ ათქვიფეთ.

2 თბილ ფორმაში ძირზე წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ მანანის ბურღული და ჩაასხით ცომი.

3 გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებუ ღუმელში ბისკვიტი. ნახევარ საათში მზად იქნება.

4 გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით სიბრტყეზე, რომ მიიღოთ ორი ფირფიტა.

5 7 წუთის განმავლობაში დააბლენდერეთ შერბილებული კარაქი და შაქრის პუდრა, დაამატეთ რძის ფხვნილი, გახეხილი ხაჭო და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე . ეს არის კრემი.

6 დროა ავაწყოთ ტორტი. დავდოთ ერთი ფირფიტა, წავუსვათ კრემი, შემდეგ მრგვალი პეჩენიები დავაწყოთ, მოვაყაროთ კაკაო და დავნამოთ ყავით და ლიქიორით, ეს ყველაფერი გავიმეოროთ. ზემოდან მოვაყაროთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი.

ტორტი მაცივარში უნდა ვამყოფოთ 8 საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

Related Articles