POPSUGAR
  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა
კულინარია

თითოეული დიასახლისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი ასოცირდება ცომთან მუშაობასთან! საუკეთესო ცომი უნდა მომზადდეს სწორედ ასე!

by ekaterine მარტი 5, 2019
მარტი 5, 2019

საუკეთესო ცომი შეიძლება მომზადდეს წყალზე, რძეზე ან კეფირზე. საფუარი გამოიყენება როგორც მშრალი, ისე თხევადი სახით (წყალში გახსნილი ). გასწავლით ცომის მოზელის დროს რის გაკეთება შეიძლება და რისი არ შეიძლება.

 

როგორ მოვზილოთ საფუვრიანი ცომი

1 “ხაშით”  და მშრალი საფუარით მოზელილი ცომი

იმისთვის, რომ ცომი მოვზილოთ საჭიროა მოვამზადოთ საფუარის ხსნარი, ე.წ. ხაში, მშრალი საფუარი გავხსნათ ცოტა თბილ წყალში, დავამატოთ ცოტა შაქარი და ფქვილი და ცოტა ხანს გავაჩეროთ. როცა ეს ნარევი ამოფუვდება, ამის შემდეგ დავამატოთ სხვა ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი. ასეთი ცომი გამოდის ძალიან რბილი, ფხვიერი და არომატული.

 

როგორც საფუვრიან ხსნარს, ისე ცომს არ სჭირდება თბილად დაფარება. გადააფარეთ მხოლოდ სამზარეულოს ტილო და ცოტა ხანს დაასვენეთ ცომი.

მშრალი საფუარით მოზელილი ცომი ასეთი რბილი არ გამოდის, მაგრამ სწრაფად ცხვება და ნაკლები დრო იხარჯება.

2 მშრალი და ნედლი საფუარი

ცომის მოსაზელად კარგია ნედლი საფუარის გამოყენება, მაგრამ შეიძლება ის შეიცვალოს მშრალი საფუარითაც და პირიქით. 7 გრამი (1 ჩ/კ.) მშრალი საფუარი უდრის 20 25 გრამ ნედლ საფუარს. სავარაუდო თანაფარდობაა 1:3.

დარწმუნდით და შეამოწმეთ პროდუქტის შენახვის ვადა. საფუარის ხარისხზეა დამოკიდებული თქვენი ძალისხმევა.

 

3 საფუარის აქტივაცია

საფუარი იხსნება თბილ რძეში ან წყალში 10-15 წუთით,  სითხის ტემპერატურა უნდა იყოს 30-40 გრადუსი, თუ ეს დაბალია, რეაქცია არ მოხდება, უფრო მაღალზე – საფუარი კარგავს თვისებას. თუ მასობრივად არ აქაფდა და აფუვდა, ცომიც არ გაფუვდება და ნაწარმი აღმოჩნდება მძიმე და უგემოვნო.

4 ფქვილი

ფქვილი გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გაიცრას, როგორც ამბობენ ასე მოზელილი ცომი უკეთ “სუნთქავს”.

 

ზედმეტი ფქვილი არ უნდა გამოიყენოთ, ის უნდა იყოს ზომიერი. მაგარი ცომი ძნელად ფუვდება. თუ მშრალ საფუარს იყენებთ, აურიეთ ფქვილში.

5 საჭირო ტემპერატურა

საფუვრიან ცომს აუცილებლად სითბო სჭირდება. ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ოთახში არ უნდა იყოს ორპირი ნიავი და აკონტროლეთ ტემპერატურა არ დაეცეს.

თუ ოთახში გრილა, ქვაბში ჩაასხით ცხელი წყალი, დადგით ზედ ცომის თასი და გადააფარეთ ან შედგით ღუმელში 40 გრადუს ტემპერატურაზე. ერთ საათში ცომი უნდა აფუვდეს.

 

მას შემდეგ, რაც ცომი გაფუვდება, ამოიყვანეთ გუნდები და 20- 30 წუთის შემდეგ შეუდექით გამოცხობას.

6 ცომის მოზელვა

ცომი კარგად უნდა მოიზილოს. ეს ათავისუფლებს ზედმეტი ნახშირორჟანგისაგან და ამდიდრებს ჟანგბადით. კარგია, თუ ეს ხელით მოხდება. დასაწყისში სეგიძლიათ იხმაროთ მიქსერი ან კომბაინი, შემდეგ გააგრძელეთ ხელით. კარგი ცომი ხელს არ უნდა ეკვრებოდეს, ზელვისას უნდა ტკაცუნობდეს, იყოს რბილი და ნაზი.

 

ბოლოს, კიდევ ერთი კეთილი რჩევა: ამბობენ, რომ როგორი განწყობითაც მოზელ ცომს, ისეთ შედეგს მიიღებ. შეიქმენით კარგი განწყობა ცომთან მუშაობის დაწყებამდე, რომ ისიამოვნოთ შედეგით.

 

0 FacebookEmail
previous post
კარგი გზაა იმისთვის, რომ თავი გაინებივროთ ტკბილეულით! შოკოლადს მაღაზიაში უკვე აღარ ვყიდულობ!
next post
ულამაზესი ტორტი “ლატე მაჩიატოს გემო”.

Related Articles

ლეგენდარული დესერტის არატრადიციული ვერსია. ალბათ ყველაზე სწრაფი მედოკია...

დეკემბერი 30, 2022

უფრო გემრიელი ვიდრე ზრაზი! ლიტვური კარტოფილის ზეპელინები ხორცით!👍

დეკემბერი 20, 2022

თავიდან რეცეპტზე გამეცინა, ახლა კი მხოლოდ ასე ვამზადებ!...

დეკემბერი 18, 2022

ამ კერძის სწორად მომზადების ერთი საიდუმლო არსებობს და...

დეკემბერი 11, 2022

უბრალოდ კარგი კერძი კი არა, არამედ ნებისმიერი სუფრის...

დეკემბერი 11, 2022

ამ დელიკატურ რძიან დესერტს დააფასებენ სიახლის მოყვარულები. ადვილი...

დეკემბერი 9, 2022

მთელი იუთუბი გუგუნებს ამ რეცეპტზე. პირადად რომ გადავამოწმე...

დეკემბერი 5, 2022

როგორც ბავშვობაში: კრემი ნამცხვრებისთვის ნაყინის არომატით. ყველა თაობას...

დეკემბერი 5, 2022

ყველაზე სასარგებლო ტკბილეული თქვენი მოხდნილი ფიგურისთვის👍

დეკემბერი 4, 2022

გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა – ეს არის საუკეთესო...

დეკემბერი 3, 2022
televizia

რედაქციის რჩევით

  • 1

    ოცი წელია ამ რეცეპტით ვაცხობ. ცხვება სწრაფად, მისი არომატი კი დიდხანს რჩება ჩემს სამზარეულოში!

  • 2

    სვით ეს სასმელი დღეში ორჯერ მთელი კვირის განმავლობაში ქოლესტერინის, თირკმლების დეტოქსიკაციისთვის და სახსრების სამკურნალოდ და ასევე მოიშორეთ დაკიდებული მუცელი!

  • 3

    ვურჩევ ყველას: მიირთვით ეს სალათი კვირაში ორჯერ მაგარი ძვლებისთვის და კარგი მხედველობისთვის!

  • 4

    აი ასე გამოიყურება ნამდვილი შედედებული რძე. გაგიკვირდებათ და მხოლოდ 10 წუთი დამჭირდა…

  • 5

    ის ყოველდღე სახეს კარტოფილის ნაჭრებით იწმენდს, გამიკვირდა მიზეზი რომ გავიგე.

სტატისტიკა

@2019 - All Right Reserved. GRC | horoskopi

  • კულინარია
  • საკითხავი
  • სილამაზე
  • ჯანმრთელობა