კარგი გზაა იმისთვის, რომ თავი გაინებივროთ ტკბილეულით! შოკოლადს მაღაზიაში უკვე აღარ ვყიდულობ!

by ekaterine

შოკოლადის რეცეპტი

ცხოვრება შოკოლადის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ის საუკეთესო გზაა დეპრესიისგან და უხასიათობისგან თავის დასაღწევად. ათასგვარი გზაა შოკოლადის მოსამზადებლად. სამწუხაროდ იმ შოკოლადში, რომელსაც ყიდულობთ, უამრავი ქიმიური დანამატებია.

ამ დელიკატესის მომზადება რთული სულაც არ არის. გააკეთეთ თვითონ და დარწმუნდით მის ხარისხში. ამ რეცეპტით მომზადებული შოკოლადი ნაყიდზე მეტად დაიმსახურებს მოწონებას და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის თავად მოამზადებთ.

შემადგენლობა

კაკაო 5 ს/კ.

კარაქი 50 გ

შაქარი 6-8 ს/კ.

ხორბლის ფქვილი 1 ჩ/კ.

რძე 5 ს/კ.

ვანილი 0.25 ჩ/კ.

კაკალი გემოვნებით

მომზადება

ქვაბში ჩაყარეთ კაკაო, შაქარი, 1 ს/კ. რძე და აურიეთ, დაამატეთ დარჩენილი რძე, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ.

 

დაამატეთ კარაქი და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან და დააცერით ფქვილი, კარგად რომ გაიხსნება, ისევ წამოადუღეთ.

 

გადმოდგით ცეცხლიდან და შეაგრილეთ. დაამატეთ ვანილი და აურიეთ.

ყინულის ფორმაში ჩაასხით გამზადებული შოკოლადი, თუ გსურთ, ჩასხმამდე ჩააწყეთ კაკლის ნაჭრები და ისე შეავსეთ, უფრო გემრიელი იქნება.

 

შედგით 2-3 საათით მაცივარში და შემდეგ მიირთვით ნებისმიერ სასმელთან ერთად გემრიელად.

Related Articles