წვნიანი და არომატული ფრიკადელკები კარგად ავსებს ნებისმიერ მოხარშულ წვნიანს. გასწავლით, როგორ მოამზადოთ ისე, რომ ფორმა არ დაკარგონ და წვნიანს არომატული გემო შესძინონ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის და ქათმის ხორციც.
თუ არ გაქვთ ხახვის ფხვნილი, გამოიყენეთ წვრილად დაჭრილი ახალი ხახვი. ორცხობილას ფხვნილი კი იჟღინთება ხორცის წვენში და ფრიკადელკებს ხდის ფუმფულას. ასეთი მომზადებული ხორცის ბურთები შეგიძლიათ გაყინოთ და საჭიროებისამებრ მოამზადოთ, ასე მნიშვნელოვნად დაზოგავთ დროს მომავალში.
ინგრედიენტები:
ხორცის ფარში 450 გრამი
კვერცხი 1 ცალი
ორცხობილას ფხვნილი 0,250 ჭიქა
ოხრახუში 2 ჩ/კ
ხახვის ფხვნილი 1 ჩ/კ
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ფარშში აურიეთ ორცხობილას ფხვნილი, ათქვეფილი კვერცხი და აურიეთ.
დაამატეთ ხმელი მწვანილი, ხახვი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
გააკეთეთ ბურთები სველი ხელით, შეგიძლიათ მოამზადოთ წვნიანი ან გაყინოთ და მომავალში გამოიყენოთ.
გამზადებული ფრიკადელკები დააწყვეთ დაფაზე, გადააფარეთ ცელოფანი და ერთი საათით შედგით საყინულეში. შემდეგ ჩააწყვეთ კონტეინერში და შედგით ისევ საყინულეში გამოყენებამდე.
მოამზადეთ და თავად დარწმუნდით, რომ ხორცის ბურთებით მომზადებული წვნიანი მართლაც გემრიელი და ნოყიერია.