4 უგემრიელესი ფენა ერთ ფანტასტიკურ დესერტში!

by ekaterine

შემადგენლობა:
კვერცხი 7 ცალი.

შაქრის 2 ჭიქა.

მარგარინი 250 გ

ხორბლის ფქვილი 2 ჭიქა.

საცხობი ფხვნილი 2 ჩ/კ.

კაკაოს ფხვნილი 2 ჩ/კ.

ქოქოსის ფანტელი 100 გ

ვაშლი 1.5 ცალი.

კარაქი 50 გ

შაქარი 0.25 ჭიქა.

რძე 2 ს/კ.

ჰალვა 100 გ

სახამებელი 2 ს/კ.

მომზადება:

ათქვიფეთ დარბილებული მარგარინი კვერცხის გულებთან და ნახევარ შაქართან ერთად. ფქვილს შეურიეთ საცხობი ფხვნილი და დაუმატეთ მასას. ორი კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე და ბოლოს დაუმატეთ. გაყავით ორ ნაწილად და ერთ შეურიეთ კაკაო.

 

 

5 კვერცხის ცილა ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან ერთად, შეურიეთ ქოქოსი და სახამებელი. ჩაახეხეთ ვაშლი.

 

 

საცხობ ფორმაში გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი. გაშალეთ ჯერ მუქი მასა, შემდეგ ქოქოსიანი, ზემოდან თეთრი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45-55 წუთი.

 

კარაქი, რძე და 0,25 ჭიქა შაქარი წამოადუღეთ, დაუმატეთ ჰალვა, როცა ერთმანეთს კარგად შეერევა, მოასხით ზემოდან ნამცხვარს.

Related Articles