უჩვეულო და დახვეწილი გემოს კაშკაშა გარნირი!

by ekaterine

გთავაზობთ უჩვეულო გარნირის რეცეპტს. ბრინჯი ჭარხლით მზადდება ვეგეტარიანული ფლავის პრინციპით. მასში დამატებული ღვინო ამყარებს ჭარხლის ფერს, შეგიძლიათ ღვინის ნაცვლად ლიმონმჟავა გამოიყენოთ, ეფექტი იგივე ექნება.

შეგიძლიათ კერძი მოამზადოთ ხორცის ბულიონით. მირთმევის წინ მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი.

ინგრედიენტები:

1 ც ჭარხალი

1-2 კბილი ნიორი

1 ჭიქა ბრინჯი

7-8 ც ზეთისხილი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ჭიქა წყალი(ან ბულიონი)

0,5 ჭიქა წითელი ღვინო

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ზეთში შეწვით წვრილად დაჭრილი ნიორი 30 წამის განმავლობაში.

გახეხეთ ჭარხალი და ჩაყარეთ ქვაბში. დაუმატეთ დაჭრილი ზეთისხილი, 5 წუთში დაუმატეთ ბრინჯი, დაასხით ღვინო და მოურიეთ.

დაასხით წყალი, დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ, დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით, დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში.

სურვილისამებრ შეგიძლიათ კერძი მორთოთ სეზამით ან ფიჭვის თესლით.

Related Articles